მომხმარებელთა მადლიერების გლობალური კვირეული თბილისში | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
მომხმარებელთა მადლიერების გლობალური კვირეული თბილისში - Marriott International-ის ქოლგის ქვეშ მოქმედმა სასტუმროებმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ერთობლივ ღონისძიებას უმასპინძლეს. კვირეულის ფარგლებში ბრენდი მადლობას უხდის ერთგულ სტუმრებს, კორპორატიულ კლიენტებსა და პარტნიორებს მრავალწლიანი ნდობისა და ერთობლივი საქმიანობისთვის.
საღამოს მხარდამჭერი იყო კოკა-კოლა, რომელთანაც ბრენდმა პირველ ივლისს პარტნიორობას და სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
დღევანდელ დღეს ეს უდიდესი გიგანტი ორი — კოკა-კოლა და მერიოტი ერთად იწყებენ უდიდესი სერვისის განხორციელებას იმ მომხმარებლისათვის, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება ჩვენგან - ხარისხს, მომზადებას, შეთავაზებას, დისციპლინას. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, მერიოტისთვისაც ალბათ, რომ ჩვენ ერთად ვართ ახლა. უკვე ეს არ არის მარტო სასტუმრო, ეს არ არის მარტო გაზიანი წყალი, ეს არის ორი უდიდესი ბრენდის ფილოსოფია, თუ როგორი მაღალი დონის მომსახურება უნდა გაუწიონ ადამიანს", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.