ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. თადუმაძეს პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე ცვლის. სწორედ ის დაინიშნა სულხან თამაზაშვილის მოადგილედ.
როგორც უწყებაში ამტკიცებენ, თადუმაძემ თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
რაც შეეხება თეიმურაზ კუპატაძეს, ის ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.