ორიგინალი
პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური განცხადება
ტვ პირველი·15:21

პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური განცხადება

26 ნოემბერი, 2026 · 15:21

დავით ფეიქრიშვილი მის მიმართ საკანში ცემის ჩაფარცხვაში პროკურატურას ადანაშაულებს - სკანდალური განცხადება ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ სასამართლოში განსაჯელის სკამიდან გააკეთა.

ფეიქრიშვილმა სასამართლოში ასევე ხელი დაადო პენიტენციური სამსახურს, გლდანის ციხის დირექტორს და თქვა, რომ ყველა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის მონაწილე იყო.

მან ასევე დანაშაულის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა ციხის ბადრაგებიც - "მატარებდნენ კაპიუშონით, რომ დალურჯებები კამერებს არ დაეფიქსირებინა".

ფეიქრიშვილი მისი ცემის ფაქტზე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ 7-ვე პირს ბრალი ჯგუფურად განხორციელებული ორგანიზებული დანაშაულის მუხლით უნდა წარედგინოთ.

პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე ხელაძე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ 24 საათით ადრე თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, დამატარებდნენ თანამშრომლები კაპიუშონით. თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხელაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს. პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით. მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

ანგარიშსორება დავით ფეიქრიშვილზე საკანში:

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში იყო მოთავსებული.

ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა: ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

ბრალდება იგივე საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას ედავება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური განცხადება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·17:11

როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს - გიორგი ბუტიკაშვილი

როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს - გიორგი ბუტიკაშვილი
ტვ პირველი·17:09

ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული: იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ

ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული: იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ
ტვ პირველი·17:00

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე
ტვ პირველი·16:44

მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.