როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს - გიორგი ბუტიკაშვილი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმის მტკიცება, თითქოს, რუსეთ-საქართველოს მოლაპარკებების გამართვა უფრო შედეგიანი იქნება მინსკის ნაცვლად, მოსკოვსა და თბილისში, არის თავის მართლება.
ბუტიკაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრები თბილისში ჩატარდება, „ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს.
თითქოს მოლაპარაკებებს შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა მინსკში, არამედ მოსკოვსა და თბილისში, არის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, იმის გამართლების მოსაპოვებლად, რომ თბილისში ჩატარებული მსგავსი შეხვედრები უფრო პროდუქტიული იქნება, ვინაიდან ეს საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და საქართველო არის მასპინძელი. როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, „ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს, ე. წ. გამოვაჭრებას, რასაც ისინი ცდილობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოებას აჩვენონ, რომ ამ მოლაპარაკებებს თბილისის ტერიტორიაზე აზრი აქვს და თუნდაც ის რაღაც ორი ბოთლი ღვინო, რომელიც აღარ იყიდება რუსეთში, დაუბრუნდეს რუსულ ბაზარს, - ამბობს ბუტიკაშვილი.
მინსკიდან გავრცელებული ცნობები ირაკლი კობახიძემ დაადასტურა - მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.
"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არანაირ რისკს არ ქმნის.
