ორიგინალი
რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება
ტვ პირველი·11:53

რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება

27 ნოემბერი, 2026 · 11:53

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დუმილს არღვევს და 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უეფა პირდაპირ მიუთითებს, რომ თამაშის დროებით შეჩერების მიზეზი ტრიბუნებზე ვითარების უკიდურესი გამწვავება გახდა, რასაც წინ ადგილობრივი პოლიციის სექტორში შესვლა უძღოდა.

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამართალდამცველები ტრიბუნაზე თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის დაწყებული დაპირისპირების განსამუხტად შევიდნენ, თუმცა სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა და პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა.

უეფა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიასაც ეხმიანება და აზუსტებს, რომ მოვლენების ესკალაცია სწორედ პოლიციის სექტორში შესვლას მოჰყვა.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფა წერს, რომ, როგორც სეზონის სხვა შეხვედრების შემთხვევაში, ბათუმშიც მატჩის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს არ აკონტროლებდა.

„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს უეფა.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც. პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს. შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი - უეფას განმარტება

თემა: ბათუმში

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:59
    თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
  • აიპრესი·06:10
    შსს: ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·05:52
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმშიმატჩისბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·12:04

TI: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

TI: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
ტვ პირველი·11:36

შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლებისკენ, ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს - ფავლენიშვილი

შევიკრიბოთ ავალბრის მეტროსთან და დავიძრათ თავისუფლებისკენ, ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს - ფავლენიშვილი
ტვ პირველი·11:31

"ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე" - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება

"ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე" - "ოპოზიციის ალიანსი" 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება
ტვ პირველი·11:10

EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია

EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.