ორიგინალი
EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი

EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

„ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტში გუშნ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება - გეგელიას თქმით, ბრიუსელი სანქციების სამიზნეებად განიხილავს ყველა იმ პირს, "ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება".

როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ეს ევროკავშირის კარგად აპრობირებული და გამოცდილი სასანქციო ფილოსოფიაა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში არც იცვლება და არც შეიცვლება, რადგან წევრი ქვეყნები მსგავს მიდგომაზე შეთანხმებულები არიან.

რა თქმა უნდა, ევროპული კავშირის მიზანი არის, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამ რეჟიმს წარმოადგენს, ან და მას ეხმარება ქართველი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევაში და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლაში — ისევ ქართველ ხალხს არ შეუცვლია ეს საგარეო პოლიტიკა და ეს ჯგუფები ცვლიან — ყველა ასეთი პირი, რა თქმა უნდა, ევროპული კავშირის მიერ განიხილება როგორც პოტენციური სამიზნე სანქციებისა. ეს არის ევროპული კავშირის კარგად აპრობირებული და გამოცდილი სასანქციო ფილოსოფია, ის არც საქართველოს შემთხვევაში არ იცვლება და არც არასოდეს არ შეიცვლება, იმიტომ რომ წევრები არიან შეთანხმებული ამ ტიპის მიდგომაზე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ისინი ამა თუ იმ პირებს ასანქციებენ.“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თემა: სანქციების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • რუსთავი 2·05:43
    მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
  • პალიტრა ნიუსი·20:29
    მოსკოვი 7 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს - როგორ ეხმაურებიან ამბავს ქართველი პოლიტიკოსები
  • BM.GE·13:55
    აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
  • კომერსანტი·09:00
    მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი
სანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·10:46

ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორი ქართველი პოლიციელების ქმედებებს “არაპროპორციულ ჩარევად“ მიიჩნევს

ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორი ქართველი პოლიციელების ქმედებებს “არაპროპორციულ ჩარევად“ მიიჩნევს
ტვ პირველი·10:43

მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის
ტვ პირველი·10:37

ზელენსკიმ პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრობას გაუთანაბრა

ზელენსკიმ პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრობას გაუთანაბრა
ტვ პირველი·10:35

ამოღებულია „მეთადონი“ და 149 შეკვრა „მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი

ამოღებულია „მეთადონი“ და 149 შეკვრა  „მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.