ორიგინალი
სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ტვ პირველი

სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ჩვეულებრივი საფეხბურთო მოვლენა უწოდა.

მისი თქმით, გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არახალია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

კალაძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს. პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც. პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს. შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სამართალდამცავმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

თემა: ბათუმში

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:59
    თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
  • აიპრესი·06:10
    შსს: ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·05:52
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·13:13

სკანდალური მატჩი ბათუმში - თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს

სკანდალური მატჩი ბათუმში - თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს
ტვ პირველი·13:11

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას, რატომ დათანხმდნენ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას
ტვ პირველი·12:37

ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი

ქართველ კოლეგას ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოვუწოდე - თურქეთის იუსტიციის მინისტრი
ტვ პირველი·12:24

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.