ორიგინალი
პოლიტიკური განსხვავებების დრო არ არის, უნდა შევიკრიბოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი - ბესო შენგელია
ტვ პირველი·12:11

პოლიტიკური განსხვავებების დრო არ არის, უნდა შევიკრიბოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი - ბესო შენგელია

28 ნოემბერი, 2026 · 12:11

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

შენგელიას თქმით, ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარი თქვა და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.

მისი განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში „ქუჩაში გამოსულ ქართველ ხალხს სცემეს“, გაიზარდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მისი მტკიცებით, თანხები მოჰპარეს ჯარს, ბავშვებსა და პენსიონერებს.

ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ უარს აცხადებდა ევროპულ და ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ცემეს, სახის ძვლები დაულეწეს, გვყავს უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების“ რეჟიმმა უარი უთხრა საქართველოს განვითარებაზე, რაც არის სრული იზოლაცია, მოაქციეს ქვეყანას სრულს იზოლაციაში, ჩვენ ვნახეთ რომ ქართული ოცნების რეჟიმმა და მისმა მინისტრებმა მოპარეს ფული ქართულ ჯარს, მოპარეს ფული ბავშვებს, მოპარეს ფული პენსიონერებს. ჩვენ ყველამ ერთად დღეს უნდა შევძლოთ, კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანი, რომ არ შევეგუებით რუსული ოცნების რეჟიმს და მათ თარეშს საქართველოში, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო ატლეტიკური ინტეგრაციისთვის, ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან, ის ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ თვლით, რომ ამ ქვეყანაში გვყავს უკანონო პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელი არის დავიცვათ თავისუფლება დამოუკიდებლობა ჩვენი კონსტიტუციური სიკეთეები და ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ. მოგეხსენებათ რომ არის ორი ლოკაცია - ავლაბრის მეტროსთან და თსუ-ს პირველ კორპუსთან, ნაციონალური მოძრაობა იქნება ავლაბირის მეტროსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს, რომელიც ცდილობს რომ დღითი დღე ქართველი ხალხი დაჩაგროს, რომელიც ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ მიიყვანოს იზოლაციაში. ქვეყანაში როცა არის შიმშილი, ქვეყანაში როცა ბავშვები იხოცებია შიმშილისგან და ესენი საკუთარ ჯიბეებს ივსებენ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უნდა ვიყოთ ერთიანები, დღეს არის ერთიანობის დრო, არ არის აქ რაღაც პოლიტიკური განსხვავებების დრო. ის ადამიანები ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, პირიქით ჩვენი საზღვრები უნდა გავაერთიანო და სოხუმსა და ცხინვალში ავაფრიალოთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი, - განაცხადა ბესო შენგელიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პოლიტიკური განსხვავებების დრო არ არის, უნდა შევიკრიბოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი - ბესო შენგელია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·13:46

მიქანაძე ამბობს, რომ სკოლებში მუნის ერთეული შემთხვევებია, რაც “განგაშის საფუძველს არ იძლევა“

მიქანაძე ამბობს, რომ სკოლებში მუნის ერთეული შემთხვევებია, რაც “განგაშის საფუძველს არ იძლევა“
ტვ პირველი·13:37

21-ე სკოლის მოსწავლეები, მომავალი სემესტრიდან შესაძლოა, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ

21-ე სკოლის მოსწავლეები, მომავალი სემესტრიდან შესაძლოა, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ
ტვ პირველი·13:21

გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“

გიორგი კალანდიას თქმით, ანზორ ოყუჯავა იმიტომ გაათავისუფლეს, რომ “ადეკვატურად არ იქცეოდა“
ტვ პირველი·13:07

უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე

უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ორი წლის წინ კობახიძის ნათქვამი ხალხის ნება არ არის - შუქრი ბურჭულაძე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.