სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სიონის საპატრიარქო ტაძარში დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, წმინდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ აბრაამის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ახლადშესვენებული მიტროპოლიტი თბილისში გუშინ ჩამოასვენეს. მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდები დღეს და ხვალ აღევლინება.
მიტროპოლიტ აბრაამს პირველ დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
