ორიგინალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს
აჭარის ტელევიზია·17:54

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს

25 ნოემბერი, 2026 · 17:54

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ომის დასრულებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ ახალი დინამიკა შეიძინა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება უშუალოდ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გაიხსენა „მსურველთა კოალიციის“ წინადადებები ზამთრის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისა და შავი ზღვის გავლით სურსათის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის შესახებ.

ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ამ წინადადებებზე მოსკოვის თანხმობა რუსეთის განზრახვების სერიოზულობას დაადასტურებდა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მონაწილეობას მიიღებს

თემა: საკითხი

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • კვირის პალიტრა·19:53
    ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ - საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
  • ნიუპოსტი·19:00
    საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა
  • პალიტრა ნიუსი·18:46
    საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
საკითხიუკრაინისევროპის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·21:33

დღის მთავარი სპორტული სიახლეები

დღის მთავარი სპორტული სიახლეები
აჭარის ტელევიზია·20:58

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა
აჭარის ტელევიზია·20:53

მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო

მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო
აჭარის ტელევიზია·20:52

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა

ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.