ორიგინალი
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
აჭარის ტელევიზია·22:41

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება

25 ნოემბერი, 2026 · 22:41

აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე მრავალი წელია, ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს სწორედ ამ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად ვახორციელებთ. თუმცა, თანამედროვე პირობებში, გლობალური გამოწვევებისა და იმ გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, რომელშიც დღეს გვიწევს არსებობა, ჩვენს ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიკასა და თანამშრომლობის პოტენციალს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, იყოს აზრთა რეგულარული გაცვლა, მუდმივად იყოს მუშაობა სხვადასხვა საკითხზე, რათა ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში.

„აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსობრივად საკმაოდ მსუყეა. შეიძლება ითქვას, ის მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც. მიმდინარე წელს არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის სახელმწიფო ვიზიტი განხორციელდა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ასევე შედგა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი საქართველოში და მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. ეს პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ზედაპირული საუბარი არ არის. ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, ჩვენს გარშემო არსებულ იმ მოცემულობასა და იმ პოტენციალს, რაც დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს აქვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ენერგორესურსების ტრანზიტისა და, ზოგადად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა რეგიონთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

„ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იმის განსაზღვრა, რა უნდა გავაკეთოთ, ერთი მხრივ, აზერბაიჯანმა, მეორე მხრივ კი საქართველომ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთობლივად, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რათა შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებითა და დაცვით. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა რეგიონთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. ამ კონტექსტში კი, სწორედ ასეთი თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს დამატებით ღირებულებას შუა დერეფნის განვითარებისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც გაგრძელდება ვიზიტების გაცვლა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდანაც დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი რეგიონის ქვეყნები, მათ შორის საქართველო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის – იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო ფუნქციასა და როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება.

კონკრეტული პროექტები იცით – ის რაც უკვე განხორციელებულია, ის პროექტები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პროექტები არსებობს, ასე ვთქვათ, შუა დერეფნის რუკაზე და აქვს თავისი მნიშვნელობა და პორტები. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაგეგმილია, მათ შორის ანაკლიის პორტის განვითარება, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამ თემებზე ჩვენს პარტნიორებთან, რა წვლილი შეიძლება, შეიტანოს ჩვენმა საერთაშორისო თანამშრომლობამ იმ პროექტების განვითარებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • იმედი·20:46
    აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რა საკითხები განიხილეს მაღალი დონის შეხვედრებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  • ფორბს საქართველო·18:30
    სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა დაიწყო
  • რუსთავი 2·16:45
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა
  • ტვ პირველი·16:12
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდა - ცნობილია, რა საკითხები განიხილეს?
აზერბაიჯანის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·22:10

ელისო ბოლქვაძე: დღეს, ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ

ელისო ბოლქვაძე: დღეს, ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ
აჭარის ტელევიზია·22:05

სპორტის სიახლეები ''მთავარში''

სპორტის სიახლეები ''მთავარში''
აჭარის ტელევიზია·22:02

რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს

რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს
აჭარის ტელევიზია·21:59

"მიწიდან ცამდე" - აჭარის მუზეუმში თიკო ჟღენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა

"მიწიდან ცამდე" - აჭარის მუზეუმში თიკო ჟღენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.