ორიგინალი
მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
აჭარის ტელევიზია·23:03

მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ

25 ნოემბერი, 2026 · 23:03

საქართველოში სუროგაციის აკრძალვასა და რეპროდუქციის ან მეთოდთან დაკავშირებულ რისკებზე მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ რისკების აღმოფხვრა, რომელიც ბავშვთა ან ქალთა ტრეფიკინგს ეხება, ვინაიდან სუროგაცია არაერთ საფრთხეს ქმნის.

"დავსვათ კითხვა: რატომ არ აქვს, მაგალითად, გერმანიას სუროგაცია დაშვებული? საფრანგეთს? თან - არცერთი ფორმის. თავის დროზე რატომ იყო სუროგაცია დაშვებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ, ერთი შეხედვით, ამას შეიძლება ჰქონდეს არგუმენტი... დღესაც, ეს არ არის მარტივი საკითხი - მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. არსებობს დილემა - ხომ არ იყოს ეს საკითხი მკაცრად რეგლამენტირებული, მკაცრად რეგულირებული და ამ სიმკაცრეში, ვთქვათ, შეიძლება გაჩნდეს ამ რისკების დაზღვევის შესაძლებლობა?..

ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს რაღაც განცხადებებს ხელაღებით აკეთებს, დაისმის მთავარი კითხვა - რა დონის სიმკაცრით უნდა დავარეგულიროთ საკითხი, რომ ამან გამოიწვიოს ყველა იმ რისკის დაზღვევა, რომელიც შეიძლება თანმხლები იყოს? შემდეგ დგები დილემის წინაშე - შეიძლება განა, უშვებდე, რომ მაგალითად: ბავშვთა ტრეფიკინგის ან ქალების ტრეფიკინგის ძალიან დიდი ინდუსტრია განვითარდეს ქვეყანაში და ეს ქმნიდეს უზარმაზარ საფრთხეებს. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი, სამწუხაროდ, ძალიან რთულად გვესახება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·22:41

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, დაკავშირებადობის ​კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
აჭარის ტელევიზია·22:10

ელისო ბოლქვაძე: დღეს, ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ

ელისო ბოლქვაძე: დღეს, ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ
აჭარის ტელევიზია·22:05

სპორტის სიახლეები ''მთავარში''

სპორტის სიახლეები ''მთავარში''
აჭარის ტელევიზია·22:02

რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს

რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.