გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე: იყო საუბარი, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული
„რუსეთის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 10 საკითხი, რომელიც დააყენეს. ძირითადში ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოსდა უვნებელი“, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი ზურაბაშვილმა ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე ტექნიკური საკითხი. რუსეთის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 10 საკითხი, რომელიც დააყენეს. ძირითადში ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოსდა უვნებელი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხი არის, მაგრამ თუ დააკვირდებით და თუ გააანალიზებთ, ეს ყველაფერი არის მიმართული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ ენერგია მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს. ჩვენ თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოსთან მიმართებით, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს, ხარისხთან მიმართებით, უკრაინის ომის დაფინანსებასთან მიმართებით, ანტირუსულ ნარატივთან, ანდა რაც შეეხება იმ თითქოსდა ჰუმანიტარულ და უვნებელ საკითხებთან მიმართებით, ეს ყველაფერი არის მიმართული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს ოპოზიციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები არა მარტო ავნებს საქართველოს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები აგრეთვე ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
