ორიგინალი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა
აჭარის ტელევიზია·13:20

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

26 ნოემბერი, 2026 · 13:20

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ა(ა)იპ „აგროსევისცენტრი“ ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარგავი მასალის წარმოების ჩამოყალიბების პროცესში კომპლექსურ მხარდაჭერას უწევდა. თანამშრომლობა მოიცავდა სანერგე მეურნეობის არსებული მდგომარეობის შეფასებას, განვითარების საგზაო რუკის შემუშავებას, ინფრასტრუქტურის მოწყობის რეკომენდაციებსა და სერტიფიცირებისთვის საჭირო მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის მონაწილეობით, ეროვნულ კატალოგში დარეგისტრირდა ციტრუსოვანი კულტურების 15 ჯიში. სანერგე მეურნეობას ასევე გაეწია კონსულტაციები ჯიშობრივი აღწერილობების მომზადების, წარმოების ჩანაწერებისა და სარგავი მასალის მიკვლევადობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების კონტროლის მიზნით, ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში სადედე მცენარეებიდან აღებული 188 ნიმუში ხუთ სავარაუდო ვირუსულ დაავადებაზე გამოიკვლიეს. კვლევები ჩატარდა რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (Real-Time PCR) მეთოდით. გამოკვლეულ ნიმუშებში არცერთი აღნიშნული ვირუსული ინფექცია არ გამოვლენილა.

ცენტრის სპეციალისტების მიერ გაწეული მხარდაჭერისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად, სანერგე მეურნეობაში წარმოებულ ციტრუსოვანთა სარგავ მასალაზე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცა.

ჩაქვის სანერგე მეურნეობის არსებობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის, რადგან ქმნის ადგილობრივი ფერმერების ხარისხიანი, ჯიშურად სუფთა და ჯანმრთელი სარგავი მასალით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ეს ხელს შეუწყობს ციტრუსის ბაღების განახლებას, ახალი ნარგაობის გაშენებასა და რეგიონში ციტრუსის წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·13:42

ირაკლი კობახიძე: კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია

ირაკლი კობახიძე: კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია
აჭარის ტელევიზია·13:20

მიხეილ ყაველაშვილი: გასული წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული და ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას

მიხეილ ყაველაშვილი: გასული წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული და ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას
აჭარის ტელევიზია·13:15

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·13:09

ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე

ცოტნე ანანიძე: ფონდების მიზნებზე წინასწარ ვსაუბრობდით, ოპონენტები კი ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა ვინ ბოდავდა, ყველაფერი კარგად ჩანს ზედაპირზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.