ორიგინალი
ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა
აჭარის ტელევიზია·16:34

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა

26 ნოემბერი, 2026 · 16:34

ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება და უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ იუსტიციის სფეროში არსებული აქტუალური საკითხებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, არამედ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„ჩვენს უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა წარმოაჩინა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური და პროფესიული კავშირები, რაც ღონისძიებაზე წარმოდგენილ თემატურ სესიებზეც ნათლად გამოჩნდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მკაფიო სამომავლო პერსპექტივები არსებობს, რომლებიც გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ეფუძნება და მომავალში კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის, აგრეთვე, პენიტენციური რეფორმების მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობენ. მხარეები თემატური სესიების ფარგლებში მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში პაატა სალია სომეხ კოლეგას, სრბუჰი გალიანს შეხვდა

თემა: პაატა

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ინფო 9·16:52
    ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები
  • აიპრესი·16:48

  • GHN·16:11
    პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას - ლევან მაჭავარიანი
  • რადიო თავისუფლება·14:03
    საფეხბურთო დაძაბულობა ბათუმში: თურქმა კოლეგამ პაატა სალიასაც დაურეკა
პაატა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·18:00

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
აჭარის ტელევიზია·17:56

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა

ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
აჭარის ტელევიზია·17:49

"მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება" - რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან და რა როლი აქვს მას ბავშვის განვითარებაში

აჭარის ტელევიზია·16:14

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.