ორიგინალი
სტრასბურგსა და ლიონში გამართულ აქციებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
აჭარის ტელევიზია·11:41

სტრასბურგსა და ლიონში გამართულ აქციებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

29 ნოემბერი, 2026 · 11:41

საფრანგეთის ქალაქებში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ფასის ზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 44 500 ადამიანი მონაწილეობდა.

სტრასბურგში სპეცრაზმსა და ანტისამთავრობო მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

ამასთან, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში ლითონის ბარიკადები აღმართეს და ავტობუსის გაჩერებებზე მინები დაამსხვრიეს.

როგორც ცნობილია, სტრასბურგში შემდეგი დემონსტრაცია პირველ დეკემბერს არის დაგეგმილი. პროფკავშირები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ.

დაპირისპირება მოხდა ლიონშიც, სადაც აქტივისტებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ქალაქში შეკრებილი აქტივისტები ფასების ზრდასა და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ.

პარიზში გამართულ დემონსტრაციაში კი სულ დაახლოებით 12 500 ადამიანი მონაწილეობდა. ქალაქში შეკრებილი აქტივისტების ნაწილს პალესტინის დროშებიც ჰქონდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. სტრასბურგსა და ლიონში გამართულ აქციებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

თემა: დაპირისპირება

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • იმედი·00:09
    ოპოზიციის ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა
  • პრაიმტაიმი·00:06
    ქართველების დაპირისპირება ქელეხში, იტალიაში - საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც
  • აიპრესი·23:38
    „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
  • ფორმულა·23:34
    შსს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა
დაპირისპირებააქცია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·12:16

მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები

მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები
აჭარის ტელევიზია·11:59

გადი ეიზენკოტი: ნეთანიაჰუს პარტია თუ მზად იქნება ნამდვილი ერთიანობისთვის, მზად ვარ, მომდევნო 24 საათში შევაფასო მისი განზრახვების სერიოზულობა

გადი ეიზენკოტი: ნეთანიაჰუს პარტია თუ მზად იქნება ნამდვილი ერთიანობისთვის, მზად ვარ, მომდევნო 24 საათში შევაფასო მისი განზრახვების სერიოზულობა
აჭარის ტელევიზია·11:54

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
აჭარის ტელევიზია·11:48

ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.