ორიგინალი
მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
აჭარის ტელევიზია·15:28

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

29 ნოემბერი, 2026 · 15:28

ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია, - ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს. გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს.

"ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • რუსთავი 2·16:46
    ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება
  • პალიტრა ნიუსი·16:40
    თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს
  • GHN·16:14
    კონკრეტულად გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ? ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ, ეგ დაგღუპავთ ბოლოს - ანა წითლიძე ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს
  • ინტერპრესნიუსი·16:08
    ონის მერია - ონი-საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია - მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს
მოძრაობა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·19:37

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის ტელევიზია·17:01

ავსტრიაში წყვილმა საკუთარ ნაკვეთზე 900 ათასი საშობაო ნათურა აანთო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ავსტრიაში წყვილმა საკუთარ ნაკვეთზე 900 ათასი საშობაო ნათურა აანთო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
აჭარის ტელევიზია·15:33

ბათუმის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ბათუმის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში ტრადიციული ტურნირი გაიმართა
აჭარის ტელევიზია·15:30

„გასტრო ბათუმი - 2026“ დღეს აჭარული კერძების საპრეზენტაციო ვახშმით დასრულდება

„გასტრო ბათუმი - 2026“ დღეს აჭარული კერძების საპრეზენტაციო ვახშმით დასრულდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.