მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი მატჩს შვილებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 92-78 დაამარცხა.
მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.
