ორიგინალი
ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალები იმარჯვებენ
აჭარის ტელევიზია·23:46

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალები იმარჯვებენ

29 ნოემბერი, 2026 · 23:46

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს და შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ ერთად პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. ამის შესახებ ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლევითი კომპანია „სიგმა დოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოკითხვის თანახმად, ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს „სახალხო პარტია“ ამომრჩეველთა ხმების 32,2 პროცენტს და 129-134 საპარლამენტო მანდატს მიიღებს, რასაც ნავარაში რეგიონულ პარტიასთან საარჩევნო ალიანსით მოპოვებული კიდევ ორი მანდატი დაემატება. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია“, რომელიც ხმების 28,8 პროცენტს და 119-124 მანდატს მიიღებს. მესამე ადგილს სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ იკავებს, რომელსაც ამომრჩეველთა 16,2 პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხვის თანახმად, პარტია პარლამენტში 44-48 მანდატს მოიპოვებს. 2023 წლის არჩევნებზე „ვოქსმა“ 33 მანდატი მიიღო. ამრიგად, მემარჯვენე ძალებმა შესაძლოა, პარლამენტის ქვედა პალატაში 175-184 მანდატი მოიპოვონ. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 176 მანდატია საჭირო.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სოციალისტებსა და მათ პოტენციურ მოკავშირეებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობა სავარაუდოდ აღარ ექნებათ. ამასთან, მემარცხენე პარტია „პოდემოსი“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 0,7 პროცენტი მიიღო გამოკითხვის მიხედვით, შესაძლოა, პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე დარჩეს.

კვლევა 13-28 ნოემბერს ჩატარებულ 19 500 სატელეფონო ინტერვიუს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის არც ეგზიტპოლის და არც ხმების ოფიციალური დათვლის შედეგები. ეს არის კენჭისყრამდე ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებული პროგნოზი.

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 38,7 მილიონ მოქალაქეს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. საარჩევნო უბნები კანარის კუნძულებზე თბილისის დროით 00:00-ზე დაიხურება და ამ დროს დაიწყება ხმების დათვლის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება.

პარლამენტის ქვედა პალატა 350 დეპუტატისგან შედგება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალები იმარჯვებენ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·23:44

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
აჭარის ტელევიზია·23:42

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
აჭარის ტელევიზია·23:39

ირაკლი კობახიძე​ საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

ირაკლი კობახიძე​ საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
აჭარის ტელევიზია·22:22

ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა იტალიის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ

ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა იტალიის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.