ორიგინალი
ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
აჭარის ტელევიზია·23:44

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

29 ნოემბერი, 2026 · 23:44

ალბანეთში ანტისამთავრობო აქციების მეორე დღეს დემონსტრაცია კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდა.

როგორც ალბანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, საპროტესტო აქცია კვლავ გადაიზარდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში.

აქციის მონაწილეები ალბანეთის დროშებითა და შეძახილებით – „ძირს დიქტატურა!“ – პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ. თავდაპირველად აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები კი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს, პიროტექნიკასა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, კეტავდნენ საავტომობილო მოძრაობას და აზიანებდნენ საზოგადოებრივ ქონებას. ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მთავრობის შენობას ქვები დაუშინეს და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეღწევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ უკან დაახევინა.

ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კვირას გამართული აქციის დროს 12 ადამიანი დაშავდა, შაბათს კი დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. მათგან ბევრმა დაზიანებები რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად მიიღო.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ, სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.

ცნობისთვის, ალბანეთში საპროტესტო აქციები მაისიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად დემონსტრანტები ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე ძვირადღირებული კურორტის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომლის პროექტიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება. მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობის მთავარ მოთხოვნებად ედი რამას გადადგომა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ახალი არჩევნების ჩატარება იქცა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: adjaratv.ge
  1. მთავარი
  2. აჭარის ტელევიზია
  3. ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

თემა: დაპირისპირება

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • პოსტივი·18:21
    ნიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: “ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს”
  • იმედი·15:20
    თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
  • ტვ პირველი·14:48
    ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
  • ინტერპრესნიუსი·14:27
    იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება
დაპირისპირება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აჭარის ტელევიზია·23:46

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალები იმარჯვებენ

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ძალები იმარჯვებენ
აჭარის ტელევიზია·23:42

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
აჭარის ტელევიზია·23:39

ირაკლი კობახიძე​ საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა

ირაკლი კობახიძე​ საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო და ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა
აჭარის ტელევიზია·22:22

ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა იტალიის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ

ჯორჯია მელონი: უკრაინის მხარდაჭერა იტალიის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.