განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. პირველად გინახიათ ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან? – კალაძე ბათუმში მომხდარზე
“სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად და დაიცვეს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ფანების მხრიდან ასეთი ქმედებები. პირველად გინახიათ ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან? ფეხბურთში ეს ხდება. სამწუხაროდ, ევროპულ ქვეყნებშიც” – თქვა კალაძემ ბათუმში წუხელ მომხდარ დაპირისპირებაზე.
