ორიგინალი
"საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია, რადგან..." - რას ჰყვება ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა "მის საქართველოს" სილამაზის კონკურსზე
ამბები.ge·13:55

"საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია, რადგან..." - რას ჰყვება ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა "მის საქართველოს" სილამაზის კონკურსზე

28 ნოემბერი, 2026 · 13:55

"მინდა, ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ განვმარტო. "მის საქართველო 2015-ის“ კონკურსის პირველი ვიცე-მისი ვიყავი. 2016 წელს კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ 2016 წელს "მის მსოფლიოზე“ ჩემი საყვარელი საქართველოს წარდგენა მე მხვდა წილად.

საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია. ასე მიხსენებდნენ მედიაში და იმ ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფების პოსტებში, რომლებთანაც ვმუშაობდი. ალბათ, იმ საზოგადოებას, რომელიც მგულშემატკივრობდა, უნდოდა პირველი ადგილის მფლობელი გავმხდარიყავი.

2015 წელს გაიმარჯვა ნუკა ყარალაშვილმა, მე ვიცე მის საქართველო გავხდი, ანუ მეორე ადგილი დავიკავე. თვითმარქვია არ ვარ.

მის მსოფლიო ჯულია მორლი ყოველთვის დიდი სითბოთი და ყურადღებით მეპყრობოდა. პირველად რომ შევხვდით, მითხრა, რომ უკვე დიდი ხანია საქართველოზე ფიქრობდა. თუ ჩემი წინა ვიდეოები ნახეთ, შეამჩნევდით, რამდენად ხშირად ვჩანდი წინა რიგებში და რამდენად ხშირად იყო კამერა ჩემზე მომართული. ვამაყობ, რომ "მის მსოფლიოზე“ ჩემი საქართველო წარვადგინე და ეს ღირსეულად, დახვეწილად გავაკეთე", - წერს სოციალურ ქსელში ვიქტორია კოჩეროვა. მეტის გასარკვევად მას პირადად დავუკავშირდით.

- ვიქტორია, რა იყო ამის მიზეზი? ობიექტურად ყველა თვლიდა რომ თქვენი გარეგნობით ამ ტიტულს უდავოდ იმსახურებდით....

- მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრ კრიზისს გადის. 30 წლის კრიზისი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ეს თვითიდენტიფიკაციის კრიზისი იყო. ვცდილობდი გამეგო, რა მიმართულებით უნდა წარმემართა ჩემი ცხოვრება და რა იყო ჩემი მისია ამ დედამიწაზე. ძალიან რთული იყო. სულ ვფიქრობდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში მძიმე გზა გავიარე.

იყო პერიოდები, რომლებსაც დეპრესიულსაც დავარქმევდი. შემდგომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რა მემართებოდა და მივხვდი, რომ პიროვნულ კრიზისს გავდიოდი.ჩემი აზრით, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა კითხვას უსვამს. უფიქრდები, რისი გაკეთება მოასწარი და კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია. მეც დიდხანს ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხებს.

ამ ძიებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს პიროვნული კრიზისი. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი თავის დაკარგვის განცდა. დგება მომენტი, როცა საკუთარ თავს ეკითხები: "ვინ ვარ მე?“

მგონია, რომ ამ კითხვის დასმა უკვე არის პირველი ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლისკენ.როცა პიროვნულ კრიზისში ვართ, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ, ასეთია, რა სჭირდება დღეს ადამიანებს და რისი გაკეთება შემიძლია მათთვის?

ბაზრის უმეტეს სფეროში კონკურენცია უკვე დიდია. ამიტომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, დავფიქრებულიყავი, სად შემიძლია ჩემი გამოცდილებით რეალური დახმარების გაწევა. ამ ფიქრმა ერთ მარტივ პასუხამდე მიმიყვანა - ადამიანს სჭირდება ადამიანი. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც რთულ დროს მოსმენა, თანადგომა ან პრაქტიკული დახმარება დასჭირდებათ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პროექტი, რომელზეც 2016 წლიდან ვმუშაობდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა. დღეს ამ პროექტის ამბასადორი ვარ და ჩემი როლია, მის შესახებ მეტ ადამიანს ვუამბო, რათა მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება, იცოდნენ, სად შეუძლიათ მისი პოვნა.

"სილამაზე სიკეთისთვის" პროექტი - ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იმ გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც პიროვნული კრიზისის დროს მივიღე. იმ პერიოდში ბევრი ადამიანი ჩამომშორდა. ზოგს მეგობრად ვთვლიდი და მათი დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ზოგიერთს კი ნიღაბი ჩამოუვარდა და მაშინ დავინახე, ვის იმედად შემეძლო ყოფნა, როცა თავად მჭირდებოდა მხარდაჭერა.

როცა ტიტულზე უარის თქმაზე ვლაპარაკობ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს გამოცდილებაა, რთულ დროს გავიგე, ვინ დამიდგა გვერდით და ვინ დამტოვა. იმ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რომ ჩემი სიმშვიდისთვის ტიტულზე უარი უნდა მეთქვა. ეს პირადი გადაწყვეტილება იყო. იმ გამოცდილებამ ისიც დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ურთიერთობაში ორმხრივი პატივისცემა და თანადგომა. წყენა ჩემს საბაზისო კომპლექტაციაში არ შედის. მანქანის არჩევისას ხომ ჯერ საბაზისო კომპლექტაციას უყურებ, მერე ფერს და დამატებით დეტალებს ირჩევ? ჰოდა, ჩემთან წყენა დამატებით ოფციებშიც არ არის.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ გული მწყდება, მაგრამ წყენას დიდხანს არ ვატარებ. გამოცდილებიდან ვსწავლობ და წინ მივდივარ.თქვენს მკითხველს მედგრობასა და მოტივაციას ვუსურვებ. ვისაც ახლა კრიზისის გავლა გიწევთ, გახსოვდეთ, რომ კრიზისს, ისევე როგორც ეკონომიკაში, აღდგენის პერიოდი მოჰყვება. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება და პირველი ნაბიჯები შეიძლება ძალიან პატარაც იყოს.

ამ გზაზე შეიძლება ზოგი მეგობარი ჩამოგშორდეთ, ოჯახის წევრებთან ან სხვა ახლობლებთან ურთიერთობა შეგეცვალოთ. ეს მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანადგომა ყველაზე მეტად გჭირდებათ. მაგრამ ამ პერიოდიდან შეგიძლიათ უფრო ძლიერები და მედეგები გამოხვიდეთ. ზოგჯერ გამარჯვება სწორედ ის არის, რომ ძალას იპოვით და ცხოვრების გაგრძელებას საკუთარი ტემპით შეძლებთ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია, რადგან..." - რას ჰყვება ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა "მის საქართველოს" სილამაზის კონკურსზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·14:25

"კიბო ყველაფერს ცვლის - უნდა აღიარო, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის“ - ქეით მიდლტონი ახალ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს

"კიბო ყველაფერს ცვლის - უნდა აღიარო, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის“ - ქეით მიდლტონი ახალ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს
ამბები.ge·13:20

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში თალიბანმა ქალებს სახელები "ჩამოართვა" - მათ "ძროხას" და "თხას" უწოდებენ

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში თალიბანმა ქალებს სახელები "ჩამოართვა" - მათ "ძროხას" და "თხას" უწოდებენ
ამბები.ge·13:09

ეს ორი ქალაქი იმაზე უფრო სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რა აჩვენა თანამგზავრულმა მონაცემებმა?

ეს ორი ქალაქი იმაზე უფრო სწრაფად იძირება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - რა აჩვენა თანამგზავრულმა მონაცემებმა?
ამბები.ge·12:59

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"

"შენი ღერძი არ უნდა დაკარგო, მიჰყვე შენს ხაზს და არ დაკარგო ინდივიდუალობა" - ბაია დვალიშვილი თეატრზე, მსახიობობასა და გამოწვევებზე: "სახალხო ინტერვიუ"
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.