ორიგინალი
სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები
ამბები.ge·10:23

სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები

26 ნოემბერი, 2026 · 10:23

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, გუდის რაიონში, არასრულწლოვანთა ჯგუფი 17 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმის შედეგად მოზარდმა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო. მომხდარზე პოლიციამ ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

შემთხვევა შაბათს, 21 ნოემბერს, აგიოს თომასის მოედანზე მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 13 და 17 წლის ფილიპინელი, 14 წლის ქართველი და 13 წლის ალბანელი მოზარდები. პოლიცია თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად მუშაობას აგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მათთან ხუთი-ექვსი ახალგაზრდა მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოზარდი თანმხლებ პირთა დაცვას შეეცადა, რასაც თავდასხმა მოჰყვა. ჯგუფის წევრები მას მუშტებითა და ფეხებით გაუსწორდნენ.

თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, მოზარდის გზაზე გადაგდებაც სცადეს, როდესაც ქუჩაში ავტომობილები მოძრაობდნენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, მათ ბიჭისთვის ფულის წართმევაც სურდათ.

თავდასხმის შედეგად 17 წლის მოზარდს ცხვირი გაუტყდა და ერთი თვალი მძიმედ დაუზიანდა. თავდაპირველი ინფორმაციით, არსებობდა მხედველობის დაკარგვის საფრთხეც, თუმცა ექიმებმა თვალის გადარჩენა შეძლეს.

დაშავებულს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, მოგვიანებით კი ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ამსახველი შემაშფოთებელი კადრები და აუდიოჩანაწერიც გავრცელდა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრებიან თავდამსხმელები მოზარდს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიის ცნობით, ძალადობის დროს მოედანზე მდებარე კაფეებსა და რესტორნებში მყოფი ადამიანები მომხდარს უყურებდნენ, თუმცა თავდამსხმელების შეჩერება არავის უცდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა - მოზარდები ერთმანეთს იცნობდნენ, თავდამსხმელები კი 17 წლის ბიჭს წინასწარ ჩაუსაფრდნენ, რათა მისთვის ანგარიში გაესწორებინათ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობის მცდელობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს არასრულწლოვანთა მშობლები, რომლებსაც შვილების არასათანადო მეთვალყურეობას ედავებიან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები

თემა: დანაშაული

ამ თემას 14 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • პრაიმტაიმი·08:37
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • რუსთავი 2·08:35
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • კვირა·01:00
    ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ, ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ
  • ინფო 9·00:05

დანაშაული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·09:39

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?

ნატო რუსული საბრძოლო ატომური თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება: რა შეიძლება მოჰყვეს კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას და რამდენად რეალურია საფრთხე?
ამბები.ge·09:20

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!

"მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ აფხაზების გათავისუფლება..." - რატომ შეიცვალა აზრი ე.წ. აფხაზეთის ჩერქეზმა გმირმა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა?!
ამბები.ge·00:48

"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ

"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ
ამბები.ge·00:27

"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია

"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.