ორიგინალი
"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია
ამბები.ge·00:27

"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია

26 ნოემბერი, 2026 · 00:27

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალებას ეხმაურება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია.

"მეუფე აბრაამ გარმელია გარდაიცვალა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი.

სოხუმიდან არ ვიცნობდი, დაბადებულიც არ ვიყავი, საცხოვრებლად რომ წავიდა თბილისში. ჩემს დედულეთში, რაჭაში, ნიკორწმინდელი მეუფის რანგში გავიცანი და ვეზიარე მის სიწმინდესა და ადამიანების მიმართ სიყვარულს, წესიერებასა და გასაოცარ გონიერებას. დიდად შთამბეჭდავი კაცი იყო მეუფე აბრაამი და გადასარევი იუმორიც ქონდა. და რაღაცნაირად ძველმოდურიც იყო და ეს ერთგვარი არქაულობა ძალიან უხდებოდა, მის მიმართ მოწიწებას აათმაგებდა, თითქოს.

სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა იმ ზაფხულის რამდენიმე კვირაში, ყოველწლიურად რაჭაში რომ ვატარებდი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროდ მივიჩნევ. ნიკორწმინდაში, ცხადია, ძალიან ხშირად დავდიოდით ბავშვები (შემდგომ უკვე თინეიჯერები) ჩემი სოფელი თლუღიდან (რომელიც რაჭის ყველაზე ლამაზი სოფელია, და არა მარტო რაჭის). ფეხით გავდიოდით ულამაზეს 10 კილომეტრს. თუმცა, მანქანა თუ გამოივლიდა (რაც 90იანების დასაწყისში დიდი იშვიათობა იყო), ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაშინ ბევრი სიარული არ გვღლიდა, თუმცა მანქანა მაინც გვერჩივნა.

ახლა ვხვდები, რომ იშვიათი რომ იყო და განსაკუთრებულად გვიმართლებდა, პირველ რიგში, ეგ გვიხაროდა. ტაძრის გზაზე შემდგარები, ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ვეტყოდით ერთმანეთს ოდნავ დაბალ ხმაზე, მისტიური ელფერის მისაცემად ჩემი დაკვირვებით, ბავშვური გულუბრყვილობიდან ვინც არ მოდის, ზრდასრულ ასაკში დიდი სიკეთით არ გამოირჩევა.არც მეუფე აბრაამმა დაჰყო დიდ ხანს რაჭაში, და როცა ნიკორწმინდაში მსახურებდა, მაშინაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორს. ამიტომაც იყო, რომ შეხვედრები არც თუ ისე ხშირი გამოვიდა, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ ეს ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის მსგავსი მეუფე, თავადაც სახელად აბრაამი, გონებაში ჩაგბეჭდვოდა მისი სიბრძნით, სიკეთით და ოდნავი არქაულობით. არქაულობით გარეგნობაშიც, მეტყველებაშიც და გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულებაშიც.

ისეთი მღვდლები იყვნენ მაშინ ნიკორწმინდაში, სიკეთით და უბრალოებით რომ გნუსხავდნენ და მათთან ურთიერთობას რომ არაფერი სჯობდა. თითქოს, მეუფე აბრაამის გაგრძელება იყო ყოველი მათგანი. ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც სწორედ იქ.

მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, ნიკორწმინდა სოფლის საყდარია, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდებულს და წმინდას ხდის მას. ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი ბუნების სიდიადით და ხალხის გულისხმიერებით და უბრალოებით გარემოცულ სოფლის ეკლესიებში "ცხოვრობს". ასე მჯერა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდან და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის და მისი დიდი მეუფის, აბრაამის დამსახურებაა.გემშვიდობებით, დიდო მეუფევ. მშვიდად განისვენე, სამაგალითო ერისკაცო.მუდამ გვემახსოვრები, გამორჩეულო და კეთილო ადამიანო." - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 25 ნოემბერს გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·23:56

"სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა" - ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ

"სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა" - ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ
ამბები.ge·23:17

"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს

"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს
ამბები.ge·22:35

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად
ამბები.ge·22:25

პუტინი უკრაინის მოსატყუებლად გასაბერ ტანკებსა და თვითმფრინავებს ყიდულობს - ჩინური იმიტაცია, მილიონები და კრემლის ახალი სამხედრო ხრიკი

პუტინი უკრაინის მოსატყუებლად გასაბერ ტანკებსა და თვითმფრინავებს ყიდულობს - ჩინური იმიტაცია, მილიონები და კრემლის ახალი სამხედრო ხრიკი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.