ორიგინალი
"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ
ამბები.ge·00:48

"მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ

26 ნოემბერი, 2026 · 00:48

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა, სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ზურაბაშვილის განცხადებით, მან გალუზინს ჰკითხა, რა საფუძვლით დაუწესდა შეზღუდვები 7 ქართულ კომპანიას. მისი თქმით, რუსულმა მხარემ სამი მიზეზი დაასახელა, მათ შორის ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსული კამპანიის წარმოება.

როგორც ზურაბაშვილი აცხადებს, შეხვედრისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხარე კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს.

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო - ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.

რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქციერაბასაც აპირებენ.

რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასა აპირებენ" - რას ჰყვება ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის შესახებ

თემა: სანქციების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • იმედი·19:35
    Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
  • სივილ ჯორჯია·13:07
    ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
  • BM.GE·19:28
    ეკონომიკური გათვლა თუ სანქციების შიში?|რომან გოცირიძე სებ-ის რეზერვების მართვის პოლიტიკას აფასებს
სანქციების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·00:27

"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია

"სულ რამდენჯერმე შევძელი მეუფე აბრაამის ნახვა იმ ზაფხულს რაჭაში... ცხოვრებაში პირველად ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნელადაც" - რას იხსენებს ნიკა გვარამია
ამბები.ge·23:56

"სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა" - ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ

"სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა" - ვაზიანში 12 წლის ბიჭს ეძებენ
ამბები.ge·23:17

"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს

"არც ჩვენ ვთქვათ უარი ქართველებზე“ - პოლიტპატიმრები, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა და ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა: ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილები საქართველოს
ამბები.ge·22:35

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად

ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.