ორიგინალი
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში?
ამბები.ge·15:22

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში?

26 ნოემბერი, 2026 · 15:22

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი "მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

ევროპარლამენტი "მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი "მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.

ევროპარლამენტი "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“.

ასევე, ევროპარლამენტარები "დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.

ევროპარლამენტი აღნიშნული რეზოლუციით "კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი სახის პროგრესისთვის აუცილებელია“.

ევროპარლამენტარები "სინანულს გამოთქვამენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ შეძლეს“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - რა წერია დოკუმენტში?

თემა: საკითხი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • იმედი·14:41
    პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
  • რუსთავი 2·14:38
    პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე
  • ტვ პირველი·12:55
    ზურაბიშვილი: ეკლესიის მოთმინების ფიალა აივსო, ხმა ამოიღო, რეჟიმმა ეს საფრთხედ აღიქვა და ამიტომ გადაუგდო (სუროგაციის საკითხი)
  • აჭარის ტელევიზია·12:11
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
საკითხიევროპარლამენტში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·17:02

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·15:37

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.