ორიგინალი
დიდი ბრიტანეთი 100 000 რეზერვისტს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდებს - რას წერს მედია საგანგებო სამზადისზე?
ამბები.ge·23:15

დიდი ბრიტანეთი 100 000 რეზერვისტს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდებს - რას წერს მედია საგანგებო სამზადისზე?

26 ნოემბერი, 2026 · 23:15

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თითქმის 100 000 ვეტერანს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მათ ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის სამხედრო მოსამსახურეებს სთხოვეს, განაახლონ თავიანთი საკონტაქტო მონაცემები და შესთავაზეს, მომავალ წელს ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა.

აღნიშნული კონტინგენტი ახლახან თადარიგში გასული ჯარისკაცების, მეზღვაურებისა და სამხედრო მფრინავებისგან შემდგარ სტრატეგიულ რეზერვს წარმოადგენს. მთავრობა ასევე გამალებით ცდილობს დაადგინოს იმ პირთა ადგილსამყოფელი, რომლებიც ამ ჯგუფში შედიან, მაგრამ ვისთანაც კავშირი დაკარგულია.

ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტებს სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თხოვნით მასობრივი წერილები გაუგზავნა. ამავდროულად, მთავრობამ ასევე დაადასტურა 8 მილიარდი ფუნტის ღირებულების შეთანხმება ბირთვული წყალქვეშა ნავების ტექნიკური მომსახურების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული რეზერვისთვის გაგზავნილი წერილები წარმოადგენს “პრაქტიკულ ნაბიჯს მზადყოფნისა და შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად, რაც კონფლიქტის რისკის შემცირებას უწყობს ხელს“.

ამ კვირაში MI5-მა (ბრიტანეთის კონტრდაზვერვამ) და თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაუგზავნეს გაფრთხილებები უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებელ ბრიტანულ კომპანიებს, სადაც ნათქვამია ისინი შესაძლოა რუსული დივერსიული ოპერაციების სამიზნეებად იქცნენ.

დიდი ბრიტანეთის ომისთვის მოსამზადებლად გადადგმული კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯის ფარგლებში, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამეფო საჰაერო ძალები (RAF) ღამის საათებში თავის გამანადგურებელ თვითმფრინავებს სპეციალურ გამაგრებულ ანგარებში გადაიყვანს, რათა ისინი დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვას.

თუმცა, ეს ყველაფერი ხდება თავდაცვის მინისტრის უეს სტრიტინგმის განცხადების ფონზე, რომელმაც აღიარა რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, რეგულარული არმიის წვრთნები გაუქმების მიზეზი ფინანსური სირთულეებით იყო გამოწვეული.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით ბრიტანეთის არმია ბოლო 200 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და ამჟამად დაახლოებით 73 000 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ასევე უახლეს ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანია სამეფო საზღვაო ფლოტის ძირითადი წყალზედა ფლოტიც და მხოლოდ ხუთ ფრეგატს, ექვს ნაღმოსანს და ორ ავიამზიდს მოიცავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. დიდი ბრიტანეთი 100 000 რეზერვისტს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდებს - რას წერს მედია საგანგებო სამზადისზე?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·22:58

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი
ამბები.ge·22:49

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა
ამბები.ge·22:21

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა
ამბები.ge·21:55

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.