ორიგინალი
ორსულმა პატიმარმა სამედიცინო ვიზიტის შემდეგ ციხის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა - აშშ-ში 26 წლის ქალზე ძებნაა გამოცხადებული
ამბები.ge·19:38

ორსულმა პატიმარმა სამედიცინო ვიზიტის შემდეგ ციხის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა - აშშ-ში 26 წლის ქალზე ძებნაა გამოცხადებული

26 ნოემბერი, 2026 · 19:38

26 წლის რებეკა ტეილორი ორსულთა გეგმური სამედიცინო შემოწმებიდან ციხეში ბრუნდებოდა, როდესაც Dodge Journey-ის მარკის ავტომობილი გაიტაცა.

ინციდენტი ქალაქ ალბუკერკეში მოხდა, სადაც პატიმრების გადამყვანი ჯგუფი საკვების შესაძენად გაჩერდა. იმ მომენტში, როდესაც ტეილორმა ავტომობილზე კონტროლი მოიპოვა, ციხის ოფიცერი მანქანასთან იმყოფებოდა, თუმცა სალონში არ ეჯდა. ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ერთი ორსული პატიმარი, რომელმაც მანქანიდან გადახტომა მოასწრო.

ნიუ-მექსიკოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბრიტანი რუმბახის ცნობით, ტეილორი ორსულობის მეორე ტრიმესტრში იმყოფება. სწორედ ფეხმძიმობის გამო, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ტრანსპორტირებისას მას ბორკილები არ ედო.

პოლიციამ მოგვიანებით მიტოვებული ავტომობილი და ტეილორის ციხის ფორმა იპოვა, თუმცა თავად პატიმარი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

რებეკა ტეილორი სასჯელს ქურდობისა და ბინების გაქურდვის მრავალჯერადი ბრალდებებით იხდიდა. გაქცევის შემდეგ, ნიუ-მექსიკოს ყველა ციხეში ჩაკეტვის სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც ხუთშაბათს დილით მოიხსნა. თუმცა, დაწესებულებაში (Western New Mexico Corrections Facility), სადაც ტეილორი იხდიდა სასჯელს, გადაადგილების შეზღუდული რეჟიმი კვლავ მოქმედებს და მნახველების შესვლა აკრძალულია.

სამართალდამცავებმა გაქცეულის მოსაძებნად მასშტაბური ოპერაცია წამოიწყეს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ტეილორის დანახვის შემთხვევაში მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ 911-ში დარეკონ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ორსულმა პატიმარმა სამედიცინო ვიზიტის შემდეგ ციხის ავტომობილი გაიტაცა და გაიქცა - აშშ-ში 26 წლის ქალზე ძებნაა გამოცხადებული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·20:34

ახალი შეზღუდვები და გარკვეულ მონაკვეთებზე აღდგენილი მოძრაობა - რა ვითარებაა საქართველოს ავტომაგისტრალებზე?

ახალი შეზღუდვები და გარკვეულ მონაკვეთებზე აღდგენილი მოძრაობა - რა ვითარებაა საქართველოს ავტომაგისტრალებზე?
ამბები.ge·20:10

ეგვიპტის ავტომაგისტრალზე საწვავის ცისტერნის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმე კადრები ადგილიდან

ეგვიპტის ავტომაგისტრალზე საწვავის ცისტერნის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმე კადრები ადგილიდან
ამბები.ge·19:58

“რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი როცა 7 კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს?“ - თეონა აქუბარდია “ქართულ ოცნებაზე“

“რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი როცა 7 კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს?“ - თეონა აქუბარდია “ქართულ ოცნებაზე“
ამბები.ge·19:17

აშშ-ის კოსმოსური რევოლუცია და მასკის ისტორიული შანსი - SpaceX-ი ორბიტაზე მილიონ თანამგზავრს გაგზავნის და მონაცემთა ცენტრებს შექმნის: რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის კოსმოსური რევოლუცია და მასკის ისტორიული შანსი - SpaceX-ი ორბიტაზე მილიონ თანამგზავრს გაგზავნის და მონაცემთა ცენტრებს შექმნის: რას ნიშნავს ეს?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.