ახალი შეზღუდვები და გარკვეულ მონაკვეთებზე აღდგენილი მოძრაობა - რა ვითარებაა საქართველოს ავტომაგისტრალებზე?
საქართველოს ავტომაგისტრალებზე და გაზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ნაწილობრივ გაიხსნა ის მონაკვეთებიც, სადაც წინა დღეებში იყო გადაადგილება.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ32-კმ51 (მოლითი-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.