ორიგინალი
დავით ქართველიშვილი: „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა”
პოსტივი·13:39

27 ნოემბერი, 2026 · 13:39

„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილის სოციალურ ქსელში.

„რამდენიმე დღის წინ ეს ამბავი “ფეისბუკ- პოსტით” (რომელიც მალევე წაშალა) თავად სააკაშვილმაც შეგვახსენა, როცა დეტალურად გაიხსენა, რომ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის მიუღებელი ფიგურა იყო (რატომღაც, რუსეთის კაცი ამერიკელებისთვის მისაღები რომ ყოფილიყო!) და ისიც გულწრფელად აღიარა, რომ ხელისუფლებაში მოსვლაში არათუ რუსეთი დაეხმარა, არამედ საქართველოს პრეზიდენტად უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – იგორ ივანოვმა აკურთხა.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ იმასაც, რომ პირადად სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთმა და იმავე იგორ ივანოვმა გაუსუფთავა პოლიტიკური ველი აჭარაში, როდესაც მაშინ უკვე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ბათუმში ჩამოსულმა ივანოვმა ასლან აბაშიძე გადადგომაზე დაითანხმა და ოჯახის წევრებთან და, თანმხლებ პირებთან ერთად, საკუთარი თვითმფრინავით მოსკოვში წაიყვანა.

დღემდე, პირადად სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინაშე მათ მთავარ დამსახურებად ამ ორ „გამარჯვებას“, ანუ „ვარდების რევოლუციას“ და „აჭარის გათავისუფლებას“ ასახელებენ. არადა, თავად განსაჯეთ, 2003 წლის ნოემბერში ივანოვი საქართველოში შევარდნაძის კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოვიდა, 2004 წლის მაისში კი მისი მონაწილეობით დასრულდა ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარაში.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ – და პირდაპირ თუ ირიბად, ამას თავად სააკაშვილიც აღიარებს – ხელისუფლებაში ის სწორედ რუსებმა მოიყვანეს, და თუკი მის მომავალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და არსს დავუკვირდებით, ცხადი გახდება, რისთვისაც: ✅ რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრის და დამატებით ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმური მიზეზი მიეცა; ✅ იმისთვის, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებაში დახმარებოდა; ✅ იმისთვის, რომ 2008 წლის ომის დაწყება ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინა; ✅ იმისთვის, რომ საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების უმრავლესობა რუსული კომპანიებისთვის მიეყიდა.

ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მთავარი ისაა, რომ რთული წარმოსადგენია, ერთი მხრივ, ამაზე დიდი ღალატი ჩაედინა პრეზიდენტის პოსტზე, თუნდაც რუსების მიერ დანიშნულ კადრს, მეორე მხრივ კი, რომელიმე აგენტს სააკაშვილზე უკეთ შეესრულებინა რუსი პატრონების დავალება.

„დავიწყებულ ძველს“ თუ დავუბრუნდებით, იმასაც შეგახსენებთ, რომ იყო დრო, როცა იგორ ივანოვს ხელზე მის მიერვე პრეზიდენტად კურთხეული სააკაშვილის ნაჩუქარი საათი ეკეთა და 2004 წელს მის ინაუგურაციასაც ესწრებოდა, ისე, როგორც 2008 წლის იანვარში, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე – სერგეი ლავროვი.

დასასრულ, ის, რომ ზოგიერთისთვის სააკაშვილის ზემოხსენებული აღიარებითი „ფეისბუკ- პოსტი” სკანდალური სიახლე აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარსულში უკვე არ იყო ცნობილი. ცნობილი კი არა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა „ვარდების რევოლუციამდეც“ კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილი სწორედ კრემლიდან იმართებოდა, რის მორიგ მტკიცებულებადაც გთავაზობთ ვიდეოს არქივიდან, რომელიც, შესაძლოა, ბევრს არ ჰქონდეს ნანახი.

პ.ს. ამ ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი – ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს.

ამავე დროს, მიხვდებით იმასაც, თუ რა დონეზე და რამდენი წლით ადრე იწერებოდა სცენარი, რამაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს მორიგი დიდი ტკივილი და უბედურება დაატეხა თავს“, – წერს ქართველიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. დავით ქართველიშვილი: „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ – როგორც ჩანს, საქართველოში ზოგიერთს, განსაკუთრებით კი – ახალ თაობას, დაავიწყდა, ან არ იცის ის, რაც 2000-იანი წლების საქართველოში არა მხოლოდ კულუარებში, არამედ ლამის საყოველთაოდ იყო ცნობილი – რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის კაცი იყო და ქართველთმოძულე ბიძამისის, რუსული სპეცსამსახურების აგენტის – თემურ ალასანიას, თუ შემდგომ უკვე პირადად მისი კონტაქტებით, სწორედ რუსეთს და რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა”

თემა: რუსული

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • პრაიმტაიმი·12:22
    ეს არის ნაბიჯი, რომ ოპოზიციას მიეცეს პიარული საქმიანობის საშუალება" - თენგიზ შარმანაშვილი მინსკში გამართულ შეხვედრასა და რუსული მხარის პოზიციებზე
  • რუსთავი 2·12:15
    კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს აგენტურულ ქსელს, რომელიც ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოყვება რეაგირება
  • ინფო 9·12:11
    კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ ალოგიკურია, და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, იმედი მაქვს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
  • იმედი·12:11
    კახა კალაძე: რუსული მხარე, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ არალოგიკურია და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
რუსულისააკაშვილისწლების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·13:25

ᲒᲐᲛᲠᲔᲙᲔᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐᲖᲔ, „ᲐᲕᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲜᲐᲪᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ“ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ

ᲒᲐᲛᲠᲔᲙᲔᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐᲖᲔ, „ᲐᲕᲐᲠᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲜᲐᲪᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ“ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲘᲡ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ
პოსტივი·12:32

ლადო სადღობელაშვილი – ვარდენ მაჭავარიანს: “სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიჰყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს. ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?”

პოსტივი·10:17

შალვა პაპუაშვილი: „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“

პოსტივი·09:47

შსს: „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა. სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.