ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს
ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" ბათუმში, "ბეშიქთაშთან"მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მადლობას უხდის.
“მადლობა გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.
დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი გულითად მადლობას ვუხდით ყველას,“ - აღნიშნულია მიმართვაში.
იხილეთ ასევე:
“პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს