ორიგინალი
“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე
ამბები.ge·18:46

“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე

27 ნოემბერი, 2026 · 18:46

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოლიდარობას უცხადებს გუშინ, ბათუმში, თურქი ქომაგებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად დაშავებულ სამართალდამცველებს.

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ პოლიციელებს, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს თურქი “ქომაგების” თავდასხმების აღკვეთის დროს.

წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ თურქეთში,“ - წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, ბათუმში,"ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს თურქული კლუბი "ბეშიქთაშისა“ და ისრაელური ბეერ შევას "ჰაპოელის“ შეხვედრა თავიდანვე სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. შეგახსენებთ, ეს მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ სწორედ უსაფრთხოებს ზომებთან დაკავშირებული საშიშროების გამო, მისი გადატანა გადაწყდა ნეიტრალურ მოედანზე. ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

საბოლოოდ, ამ რისკების აცილება თავიდან ვერც ბათუმში მოხერხდა. მატჩამდე საღამოს ბათუმის ქუჩებში "ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა და თავდაპირველი არეულობაც ამ მსვლელობისას დაიწყო.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

ინციდენტები შეხვედრის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ტრიბუნებზე არეულობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიცია კი გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდა. მოგვიანებით ვითარება განიმუხტა და მატჩი განახლდა.

შსს-ს ინფორმაციით, "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში, ევროპის მოედნიდან "ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს. მოგვიანებით თითოეული მათგანი გათავისუფლდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თურქული მხარე უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მიმართა სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

იხილეთ ასევე:

მატჩი, რომელიც თავიდანვე არეულობის რისკის ქვეშ იდგა: აგრესიული თურქი გულშემატკივარი, დაშავებული პოლიციელები, დაკავებულები - რა პრეტენზია აქვს თურქულ მხარეს საქართველოსთან? “პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო!“ - რა პლაკატები ამოუღეს “ბეშიქთაშის“ ქომაგებს და როგორ დაიწყო სინამდვილეში დაპირისპირება: შს მინისტრი დეტალურად განმარტავს

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე

თემა: თურქეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·16:47
    შს მინისტრი - ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას და არა ირაკლი დგებუაძეს, თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები
  • ინტერპრესნიუსი·16:45
    სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო
  • იმედი·16:38
    სულხან თამაზაშვილი: მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე. შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას „უეფა“ დააკისრებს თურქეთს
  • პოსტივი·16:24
    ᲪᲝᲢᲜᲔ ᲐᲜᲐᲜᲘᲫᲔ: “ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲛᲐᲢᲩᲘ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲨᲘ ᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲐᲠᲗᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲘᲡ ᲠᲘᲡᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲐᲠ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ. ᲐᲡᲔᲕᲔ ᲤᲐᲥᲢᲘᲐ, ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲐ ᲓᲐ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲓᲐᲠᲦᲕᲔᲕᲐ ᲘᲧᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲘᲡ ᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲘ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲘᲗ ᲐᲦᲙᲕᲔᲗᲔᲡ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ. ᲡᲮᲕᲐ ᲛᲘᲖᲔᲖᲘ, ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ, ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ, ᲛᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ – ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚ-ᲛᲔᲖᲝᲑᲚᲣᲠ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲨᲘ”
თურქეთისპოლიციის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·18:54

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს შეხვდა
ამბები.ge·18:26

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს

ისრაელის საფეხბურთო კლუბი "ჰაპოელ ბეერ-შევა" საქართველოს მიმართავს
ამბები.ge·18:21

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე

“კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს“ - რას ამბობს კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე
ამბები.ge·17:42

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.