“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს
ინფლუენსერი მერსი სულხანიშვლი გადაცემა "სარკასტიკის" ერთ-ერთ წამყვანთან, ამჯერად გიორგი ნაზღაიძესთან მიმოწერას ასაჯაროებს.
გავრცელებულ მიმოწერაში, რომელიც მერსის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბრით თარიღდება, (სავარაუდოდ, გადაცემის ჩაწერის შემდეგ) ის გადაცემის შინაარსისა და ფორმის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ გადაცემის ავტორებს აღნიშნული გადაცემის გაშუქებისგან თავის შეკავება სთხოვა.
“19 ოქტომბერი 2026 წ. რა მივწერე გიორგის
ადამიანური ამბავია, შენ იცი, მე რეები მაქვს გადატანილი. არ მსურს ისეთი თემების გაცოცხლება, რაც რეპუტაციული ზიანის მომტანია. შენ კარგად გახსოვს, რა გადავიტანე მაგ გადაცემის გამო. ჩემი მთავარი მიზანი იყო, ხალხს სიმართლე სცოდნოდა, ისიც იმიტომ, რომ ამდენი წელი გავიდა, ვისაც არ ეზარება ვიდეოს მიძღვნის. ელემენტარულად ცოდო ვარ. ოდესღაც სად რა მეცვა... არ იყო ჩემი მიზანი ის, როგორც იფუთება.
რატომ დავაჯერო ხალხს ის, რაც არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. ის, რაც არ ვარ ვჩანდე, არც სკანდალური ვარ, არც არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ამიტომ ადამიანურად გთხოვ, არ მინდა მაგ გადაცემის გასვლა. რახან თქვი, სტუდიაში ჩაწერა გაიწელაო, გითხარი, გადავიხდი-მეთქი.
“ნიკორა“ ცალკე ტრაგედიაა ჩემთვის. მე მოვედი სხვა განწყობით, საღადაოდ, საღლიცინოდ, და ეგ ამბავი რომ გაეგო ხალხს, მართლა რკინის კი არ ვარ. ამდენი ხანი ხომ ხედავ არ შემიძლია ავიღო ტელეფონი და გადავიღო ვიდეო მაგ თემაზე. მოვედი ვიფიქრე ბოლო-ბოლო ხალხი გაიგებს და რა გამოვიდა, წარსულში ქექვა.
არ ყოფილა ჩემი მიზანი “პოპულარობის” გამო გამჭვირვალე სამოსის ჩაცმა, მილიონჯერ მაქვს ნათქვამი. ჩემს უკან კიდევ ოჯახია და კიდევ რეპუტაცია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. კარგად მიცნობ და იცი, რომ ვცდილობ, არასდროს არავის ვაწყენო და ყველას ადამიანურად მიუდგე. ელემენტარულად, ცოდო ვარ. შენც და თამაზამაც კარგად იცით, რა მოხდა და როგორ იყო.
ნუ არიან ადამიანები, ვისაც კიდია ხალხის აზრი, მესმის, მე არ მკიდია ხალხის აზრი, მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანი არ არსებობ ისეთი, ვინმეს ეთქვას - მერსიმ რამეზე კარგი თქვა და არ ვარგოდაო, და რატომ უნდა გავილანძღო ტყუილად ან ვეგონო ინტრიგანი, ბულერი.
მერე კიდე ის სოფლის ნობათი რძის სკანდალი რო იყო - ის რძე მივაბრუნე და მერე? თუნდაც ის სისულელე რომ თქვა თამაზამ სასტუმროზე, ელემენტარულად, თუ იმდენს ვერ მიხვდა იქ სირბილში, რომ მაგათ ვიცავდი, ბაზარი არაა და არ ვიმსახურებ, როცა ყველასთვის კარგი მინდა, ვცდილობ, არავის არაფერი დავუშავო, იქით დამიშავონ.
ვიღაცას შეიძლება თრევა და ლანძღვა კაი პონტი ჰგონია, და მე ხალხისთვის და ხალხთან ურთიერთობით ვცხოვრობ. ადამიანებისგან მორიგ ჯერზე დავბულინგდე, ცოდო ვარ. ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს. ამას გწერ ადამიანურად, მეგობრულად. მქონდა სულ სხვა მოლოდინი და ახლა შენც თუ ისეთ თემებს შეეხებოდი: “ნიკორა“, გამჭვირვალე ზედა, რაც ხალხს დავიწყებული აქვს, თან ყველაფერი რომ იცი, რა ვიცი... თუ მაგის იქით თემა არ არის, მაშინ სტუმრობის აზრსაც ვერ ვხვდები.
ადამიანურად ცოდო ვარ. ყველამ ვიცით, ნიკორა რა სპექტაკლიც იყო. მათ შორის თამაზამ, თავად აქვს მოყოლილი ნიკორაში რას ამბობდნენ მაშინ, და ხალხს რა ვუთხრა, აბა მითხარი? ხალხს საერთოდ არ ახსოვს და გავახსენო? გთხოვ ადამიანურად, ელემენტარულად ცოდო ვარ,“ - აქვეყნებს მერსი სულხანიშვილი.
შეგახსენებთ, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილს უჩივლა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" მის შესახებ წამყვანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. არსებული ინფორმაციით. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას მას სექსუალურად ავიწროებდნენ.საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს შედგა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თამაზ ლოხიშვილმა განაცხადა:
"მე საერთოდ ვერ ვხდები, ეს მუხლი - სექსუალური შევიწროება, თვითონ მოიფიქრა, თუ სხვამ დააწერინა. გოგო თვითონ მოვიდა ნიუსით, რომ მკერდი ჰქონდა გაკეთებული და მთელ საქართველოს გააგებინა და მეც შევეკითხე: 30 ათასი რაში გადაიხადე-მეთქი? მართლა კარგად ჰქონდა მკერდი. ვერ მოვიტყუები და ვუთხარი კომპლიმენტი - რა კარგად გაქვს, მერსი, მკერდი-მეთქი და ეს თუ სექსუალურად შევიწროებაა, მა რაღას იკეთებდა?", - აღნიშნა მან.
იხილეთ ასევე:
"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს