ორიგინალი
“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე
ამბები.ge·10:30

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

29 ნოემბერი, 2026 · 10:30

ნანუკა ჟორჟოლიანი მავნებლობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

მისი თქმით, “ვინც გუშინ გადაწყვეტილება მიიღო, “ფავლენა“ ჩაეხსნათ სიტყვით გამომსვლელებისგან, არის ასევე ბიძინას პაიკი!“

ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიას შესახებ წერს:

“ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

მიშას ხელისუფლების დროს, რამდენიმე “გავლენიანი” ადამიანი იყო.

რას ნიშნავდა ეს გავლენები.

თუ ბიძინას მონა ვეზირები ჰყავს, მიშას ქვეყნის მართვის სხვა სისტემა ჰქონდა. ძლიერ, კომპეტენტურ, მცოდნე, რისკიან ტიპებს ირჩევდა და სფეროებს ბოლომდე ანდობდა.

მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს ციხე, ბენდუს რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

ვიღაცები რა თქმა უნდა გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.

მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით)

თავდაცვა და შეიარაღებული ძალები. ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები. საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების დაზვერვის გეგმის მომზადება. საგარეო უსაფრთხოება. კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.

არაოფიციალურად- მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც.

ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

აი კარგად დაფიქრდით, უნდა არსებობდეს თუ არა ერთი კითხვა მაინც, რომელიც მასთან შეიძლებოდა ჰქონოდა ბიძინას პროკურატურას?

მაშინ როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)

ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ არა მიშას კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.

და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.

პ.ს. დღეს , მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდექით...

დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”...

დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო...

ასევე, რომ იცოდეთ, მედია კონტროლი ებარა მის ოჯახის წევრსაც, რომელიც გვირეკავდა და გვაბულინგებდა სტუმრებზე...“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე გამოჩნდა პლაკატები შინაარსით: “ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, რასაც ადგილზევე კონფლიქტი მოჰყვა.

აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

თემა: დაკავებული

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • პრაიმტაიმი·00:31
    „მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
  • ინფო 9·20:09
    „მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
  • რუსთავი 2·19:50
    "მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
  • ინტერპრესნიუსი·19:43
    თერჯოლაში მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
დაკავებული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·11:05

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან
ამბები.ge·10:13

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს
ამბები.ge·09:46

“ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ!“ - რასა იუკნევიჩიენე

“ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ!“ - რასა იუკნევიჩიენე
ამბები.ge·23:39

ძლიერი მიწისძვრა ლოს-ანჯელესთან - ბიძგების გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა და ხელახლა აფრენა მოუწია

ძლიერი მიწისძვრა ლოს-ანჯელესთან - ბიძგების გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა და ხელახლა აფრენა მოუწია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.