ორიგინალი
ტრაგედია ქორწილში - მიანმარში, მოულოდნელ იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ: ბომბი დაეცა დარბაზს, სადაც საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა
ამბები.ge·12:37

ტრაგედია ქორწილში - მიანმარში, მოულოდნელ იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ: ბომბი დაეცა დარბაზს, სადაც საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა

29 ნოემბერი, 2026 · 12:37

მიანმარის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქორწინო ცერემონიალზე მყოფები და სკოლაში მყოფი მოსწავლეები.

შაბათს ნაშუადღევს, სამხრეთ შანის შტატში, სოფელ მოე ბაიში საქორწინო ცერემონიალის ჩატარების ადგილზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35-ზე მეტი დაშავდა.

ცენტრალური მიანმარის მაგვეის რეგიონში, სოფელ ინ იონში მდებარე სკოლაზე საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის მოსწავლეები, ახალგაზრდა ბერები და მასწავლებლები.

აღნიშნულ რეგიონში წინააღმდეგობის ძალები აქტიურად მოქმედებენ; თავდასხმის შესახებ ცნობა მიანმარის ემიგრაციაში მყოფმა ეროვნული ერთიანობის მთავრობამ გავრცელა.

შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა დასავლეთ მიანმარში, რახინის შტატში მდებარე ქალაქ მრაუკ-უ-ს საცხოვრებელ კვარტალზე. გავრცელებული ცნობებით, საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა. აღნიშნულ ტერიტორიას აკონტროლებს „არაკანის არმია“ - ქვეყნის სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი უძლიერესი ეთნიკური დაჯგუფება.

ხუნტას აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მიანმარში სამხედრო ავიადარტყმები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად აუნ სან სუ ჩის არჩეული სამოქალაქო მთავრობა დაემხო, რასაც ხანგრძლივი სამოქალაქო ომი მოჰყვა.

სამხედრო ხუნტა წვავს სოფლებს და სახმელეთო ოპერაციებს ახორციელებს იმ ტერიტორიებზე, რომელთა გაკონტროლებასაც ვერ ახერხებს, მათ შორის NUG-ისა და ეთნიკური შეიარაღებული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებად რეგიონებში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ტრაგედია ქორწილში - მიანმარში, მოულოდნელ იერიშს მოსწავლეები, ბერები და მასწავლებლები ემსხვერპლნენ: ბომბი დაეცა დარბაზს, სადაც საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·12:03

“ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ამბები.ge·11:24

სიახლე, რომელიც წელს მე-12 კლასელებს შეეხებათ, მომავალი წლიდან კი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ

სიახლე, რომელიც წელს მე-12 კლასელებს შეეხებათ, მომავალი წლიდან კი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ
ამბები.ge·11:05

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან
ამბები.ge·10:30

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.