ორიგინალი
“ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამბები.ge·12:03

“ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

29 ნოემბერი, 2026 · 12:03

“კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება - დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას, ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“, - ამის შესახებ “ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა აქციაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პლაკატები იქნება, იქნება გზავნილიც, რომ “ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

“აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.

და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

ესაა ჩვენი გზავნილი.

ეს გვჭირდება გასამარჯვებლად.

და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.

ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.

დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.

ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით.

ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.

და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით.

დაიმახსოვრეთ - თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც ადგილზეც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვიანებით, დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ფაქტი გააპროტესტა და "ფეისბუქზე" დასვა კითხვა, თუ "ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!", ასევე, "ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?" წითლიძემ "ოპოზიციის ალიანსი" გააკრიტიკა და მიმართა, რომ: "ანუ, ჩერგოს [თამარ ჩერგოლეიშვილი] მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? სირცხვილია!".

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ფორმულა·02:34
    მიქანაძე: ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვიწყებთ
  • ალია·01:06
    ,, ასი ათასამდე რომ ავალთ, მივაღწევთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე” – ნიკა გვარამია
  • კვირის პალიტრა·23:45
    "ახლა მიდის პროცესი, როცა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა! - ივანიშვილის გარეშე საქართველო ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორია, გაჭირვებული არ მათხოვრობს, დამნაშავე დასჯილია"
  • ნიუპოსტი·23:43
    „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ — რა განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე
ივანიშვილისაქციაგარეშე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·11:24

სიახლე, რომელიც წელს მე-12 კლასელებს შეეხებათ, მომავალი წლიდან კი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ

სიახლე, რომელიც წელს მე-12 კლასელებს შეეხებათ, მომავალი წლიდან კი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ
ამბები.ge·11:05

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან

პენტაგონმა 40 ახალი UFO ფაილი და 3 ახალი ვიდეო გაასაჯაროვა - 10 შოკისმომგვრელი მიგნება გასაიდუმლოებული მასალებიდან
ამბები.ge·10:30

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

“დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე
ამბები.ge·10:13

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

“ხალიჩა არ ვარ, ყველამ ფეხი შემაწმინდოს... ადამიანურად ცოდო ვარ“ - მერსი სულხანიშვილი “სკანდალური“ გადაცემის შემდეგ, გიორგი ნაზღაიძესთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.