ორიგინალი
სულისშემძვრელი კადრები - 5-ბალიანი მიწისძვრა და დედის საოცარი მახვილგონიერება: ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა
ამბები.ge·19:08

სულისშემძვრელი კადრები - 5-ბალიანი მიწისძვრა და დედის საოცარი მახვილგონიერება: ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა

29 ნოემბერი, 2026 · 19:08

გუშინ, ლოს ანჯელესში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. უცხოურ მედიაში ვრცელდება ემოციური კადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ დაიცვა დედამ საკუთარი ჩვილი ბიძგებისას.

ვიდეოში ჩანს დედა, რომელიც სარწეველაში მოთავსებულ ბავშვს ეთამაშება და ცდილობს აალაპარაკოს, რა დროსაც კამერა მოულოდნელად რყევას იწყებს და ისმის ხმამაღალი ბრახუნი. ქალს მყისიერად ეცვლება სახის გამომეტყველება, ჩანს, რომ მომხდარის გამო შოკშია, თუმცა მაინც არ იბნევა და ბავშვისკენ მიიწევს, რათა დაიცვას. ის პატარას გულში იკრავს, ოთახის ცენტრისკენ მიიწევს და სარწეველა სკამიც თან მიაქვს.

ჩვილის დედა "ბლეიკს", სავარაუდოდ, მის მეუღლეს უხმობს, რა დროსაც მიწისძვრის ბიძგის გამო, კამერა ძირს ეცემა. ჩანაწერში მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც მას ეკითხება: "ბავშვი შენ გყავს?" და აქვე მთავრდება ვიდეო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">🚨 Oh my goodness! A California mom was playing with her baby when her whole house suddenly started shaking from the earthquake. So scary. 🤯 https://t.co/0LsFFzIBGt</p>&mdash; Gina Milan (@ginamilan_) <a href="https://x.com/ginamilan_/status/2126780702289015197?ref_src=twsrc%5Etfw">November 28, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

საბედნიეროდ, ოჯახის რომელიმე წევრის დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მანჰეტენ-ბიჩიდან სამხრეთ დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. მას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა მცირე ხნით საგანგებო რეჟიმი აამოქმედა და 106 ადგილობრივი განყოფილებიდან თანამშრომლები გაგზავნა ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად და დაზიანების ნიშნების გამოსავლენად. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ქალაქში არანაირი დაზიანება ან ადამიანების დაშავების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სამსახურმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

მანჰეტენ-ბიჩის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მზად ყოფილიყვნენ განმეორებითი ბიძგებისთვის, რომლებიც შესაძლოა პირველადი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთის, საათის ან თუნდაც დღის შემდეგ განმეორებულიყო.

წყარო: themirror.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. სულისშემძვრელი კადრები - 5-ბალიანი მიწისძვრა და დედის საოცარი მახვილგონიერება: ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·20:37

ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტის დათმობაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რა ხდება ისრაელში

ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტის დათმობაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რა ხდება ისრაელში
ამბები.ge·18:49

"ქვა ჩამოინგრა და თავში დაეცა...“ - ვინ არის შუქრუთის მაღაროში დაღუპული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე

"ქვა ჩამოინგრა და თავში დაეცა...“ - ვინ არის შუქრუთის მაღაროში დაღუპული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე
ამბები.ge·18:36

"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ

"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ
ამბები.ge·16:53

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.