ორიგინალი
"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ
ამბები.ge·18:36

"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ

29 ნოემბერი, 2026 · 18:36

ჭიათურის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "Chiatura Management Company".

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას მაღაროში გარდაცვლილი კომპანიის ცვლის უფროსია.

"დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით." - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ

თემა: ემსხვერპლა

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ალია·11:53
    რუსეთის იერიშებს ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი ემსხვერპლა
  • რადიო თავისუფლება·09:39
    რუსეთის იერიშებს ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი ემსხვერპლა
  • GHN·08:43
    ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა
  • ფრონტნიუსი·19:17
    ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ემსხვერპლა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·16:53

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს
ამბები.ge·16:42

"მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს" - რას ჰყვება მამა გიორგი ზვიადაძე რუსეთის პატრიარქისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრაზე

"მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს" - რას ჰყვება მამა გიორგი ზვიადაძე რუსეთის პატრიარქისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრაზე
ამბები.ge·16:18

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·15:22

“მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.