ორიგინალი
ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტის დათმობაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რა ხდება ისრაელში
ამბები.ge·20:37

ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტის დათმობაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რა ხდება ისრაელში

29 ნოემბერი, 2026 · 20:37

პარტიები, „ლიკუდი“ და „იაშარი“ აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „იაშარის“ თავმჯდომარე გადი ეიზენკოტის შეხვედრა, რომელიც ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებას ეხებოდა, საქმიანი იყო, - ინფორმაციას The Times of Isreli-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, შეხვედრაზე რაიმე გარდამტეხი შედეგი არ მიღწეულა და არც სამომავლო მოლაპარაკებები დანიშნულა.

პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ბრიფინგით დაიწყო და შემდეგ მთავრობის ფორმირების განხილვაზე გადავიდა, საქმიანი ხასიათისა იყო და ამასთან, „ორივე მხარე ცდილობდა, გადაელახა მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებები“.

ებრაული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებს შორის კვლავ დარჩა მნიშვნელოვანი უთანხმოებები, რის გამოც გადაწყდა, რომ მათი მოლაპარაკებების ჯგუფები შემდგომ შეხვედრებს აღარ გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ იგი კვლავ ერთგულია ბლოკში შემავალი პარტნიორების მიმართ და რომ “ლიკუდსა” და მის მოკავშირეებს მთავრობის ფორმირების შემდეგ შეუძლიათ, შეუერთდნენ მას, მისი ძირითადი პრინციპების საფუძველზე.

ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ თანახმა იქნება, ეროვნული ერთიანობის როტაციული მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად გადი ეიზენკოტმა დაიკავოს.

საპასუხოდ, არმიის ყოფილმა მეთაურმა ეიზენკოტმა, ნეთანიაჰუს „ნამდვილი და დაჩქარებული მოლაპარაკებებისკენ“ მოუწოდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარასკევს ეიზენკოტმა ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ კოალიციური მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ კვირაში კონსულტაციები გამართა ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რის შემდეგაც ეიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის 28-დღიან ვადა მისცა.

ეიზენკოტის ცენტრისტულმა პარტია „იაშარმა“ და სამმა სხვა ებრაულმა ოპოზიციურმა პარტიამ ოქტომბრის არჩევნებში 48 ადგილი მოიპოვეს. ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 ადგილი მიიღო; შესაბამისად, 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტის დათმობაზე თანახმაა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - რა ხდება ისრაელში

თემა: პრემიერი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 191 სტატია.

  • რუსთავი 2·12:59
    მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
  • აჭარის ტელევიზია·11:54
    ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
  • აიპრესი·11:08
    პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
  • რადიო თავისუფლება·10:20
    ტირანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - მონაწილეები პრემიერის გადადგომას მოითხოვენ
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·19:08

სულისშემძვრელი კადრები - 5-ბალიანი მიწისძვრა და დედის საოცარი მახვილგონიერება: ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა

სულისშემძვრელი კადრები - 5-ბალიანი მიწისძვრა და დედის საოცარი მახვილგონიერება: ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა
ამბები.ge·18:49

"ქვა ჩამოინგრა და თავში დაეცა...“ - ვინ არის შუქრუთის მაღაროში დაღუპული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე

"ქვა ჩამოინგრა და თავში დაეცა...“ - ვინ არის შუქრუთის მაღაროში დაღუპული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე
ამბები.ge·18:36

"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ

"შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა“ - რას აცხადებს "Chiatura Management Company“ შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მამაკაცის დაღუპვის შესახებ
ამბები.ge·16:53

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს

რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.