მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე
"1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

"1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა" - კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 00:45|bm.ge

"დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა 11 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მნიშვნელობას, რომლის განხორციელების შედეგად შენობამ ისტორიული იერსახე სრულად შეინარჩუნა.

“ეს შენობა იმდენივე წლისაა, რამდენისაც არის თავად ქალაქი რუსთავი. 1948 წელს, როდესაც რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, სწორედ აქ აშენდა კულტურის სახლი. აქ იდგმებოდა პირველი სპექტაკლები, იმართებოდა პირველი კონცერტები. ამ სცენაზე მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები, მათ შორის მედეა ჯაფარიძე და ჰამლეტ გონაშვილი. აქვე იწყებდნენ შემოქმედებით გზას ლეგენდარული ანსამბლი „რუსთავი“ და ჯგუფი „ბერმუხა“. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ეს შენობა დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს პროექტი რუსთავის მერის, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაიწყო და რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე, თუმცა შინაარსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსთავის არტ-პავილიონში მოეწყო დარბაზი უახლესი აკუსტიკითა და განათებით, სარეპეტიციო სივრცეებით, ხმის ჩამწერი სტუდიითა და ღია ამფითეატრით.

„განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ აქ კვლავ ბრუნდება ანსამბლი „რუსთავი“, აქ დაიდებს ბინას ანსამბლი „თუთარჩელა“, გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და ამოქმედდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, არტ-პავილიონი კვლავ გახდება რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ცენტრი - ადგილი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას, კლასიკურ ხელოვნებას და ახალგაზრდულ შემოქმედებით ენერგიას ერთმანეთთან დააკავშირებს.მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. წარმატებებს ვუსურვებ ამ სივრცეს და თითოეულ თქვენგანს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →რუსთავის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

BM.GE

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

BM.GE

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

BM.GE