მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1 ნოემბრიდან მოსკოვმა ერევანს შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს - რას ითხოვს კრემლი?
1 ნოემბრიდან მოსკოვმა ერევანს შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს - რას ითხოვს კრემლი?

1 ნოემბრიდან მოსკოვმა ერევანს შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს - რას ითხოვს კრემლი?

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 01:21|bm.ge

რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტით ემუქრება, თუ ოფიციალური ერევანი კრემლის მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ეს ინფორმაცია რუსულ წყაროებზე დაყრდნობით სომხურმა გაზეთმა Hraparak-მ გაავრცელა.

გაზეთის წყაროების თანახმად, მოსკოვი 1 ნოემბრის შემდეგ „მსხვილ ავარიას“ ან სხვა ფორსმაჟორულ გარემოებას გამოიყენებს და მილსადენის მუშაობის განახლებას სრულად დაბლოკავს. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად კი ნიკოლ ფაშინიანს კრემლის ოთხი კონკრეტული პირობის დაკმაყოფილება მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის პირველი მოთხოვნა გიუმრიში მდებარე 102-ე სამხედრო ბაზას უკავშირდება. კრემლი ფაშინიანისგან მისი დისლოკაციის საკითხზე დისკუსიების შეწყვეტას მოითხოვს. ამასთან, მოსკოვი რუსული კაპიტალის ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიების მიღებითაც არის დაინტერესებული. კერძოდ, კრემლი სომხეთის ხელისუფლებას ავალდებულებს, თავი შეიკავოს ეროვნული სარკინიგზო ქსელისა და კომპანია Gazprom-ის აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისაგან.

საგარეო კურსთან დაკავშირებით რუსული მხარე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის მკაფიო არჩევანის გაკეთებასაც მოელის. კერძოდ, სომხეთმა ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული კანონი უნდა გააუქმოს, ან ამ საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმის ზუსტი თარიღი უნდა დანიშნოს. პარალელურად, კრემლი პრორუსი პოლიტიკური ფიგურების - რობერტ ქოჩარიანის, გაგიკ წარუკიანის, ანდრანიკ თევანიანისა და სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დასრულებასაც ითხოვს. ამას გარდა, მოსკოვი სომხეთის მთავრობაში მისთვის მისაღები ვიცე-პრემიერის დამტკიცებასაც საჭიროდ მიიჩნევს. მათი შეფასებით, ეს საჭირო იქნება, რათა რუსმა ოფიციალურმა პირებმა მასთან პირდაპირი კოორდინაცია შეძლონ.

ინფორმაციისთვის, რუსეთი სომხური გაზის მიწოდების 82-85%-ს აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, კრემლის ეკონომიკურ ზეწოლას წინ ერევნის დასავლური კურსის გამო წარმოშობილი დიპლომატიური უთანხმოებები უძღოდა. ნიკოლ ფაშინიანმა 28-29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მონაწილეობაზე უარი საპარლამენტო კამპანიის მიზეზით თქვა. ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა სომხეთს სავაჭრო ბლოკიდან გასვლის რეფერენდუმის ჩატარება მოსთხოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • დავით ნარიმანიძის მკლელობა - ოჯახი არასრულწლოვანთა შეწყალების სტატისტიკის გასაჯაროებას ითხოვსტვ პირველი
  • „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვსფორმულა
  • ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსრუსთავი 2
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

Winston-ისა და Camel-ის მწარმოებელი Japan Tobacco-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა - რა გახდა მიზეზი?

Winston-ისა და Camel-ის მწარმოებელი Japan Tobacco-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE