მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1 წელი აზერბაიჯან-სომხეთის მშვიდობის სამიტიდან - რა შედეგებს მიაღწიეს მხარეებმა?
1 წელი აზერბაიჯან-სომხეთის მშვიდობის სამიტიდან - რა შედეგებს მიაღწიეს მხარეებმა?

1 წელი აზერბაიჯან-სომხეთის მშვიდობის სამიტიდან - რა შედეგებს მიაღწიეს მხარეებმა?

BM.GE11 აგვისტო, 2026, 19:20|bm.ge

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული აზერბაიჯან-სომხეთის „მშვიდობის სამიტის“ პირველ წლისთავთან დაკავშირებით მხარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მიღწეულ პროგრესზეა საუბარი.

სამივე სახელმწიფო ადასტურებს, რომ კვლავაც ერთგულია 8 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაციის სრული განხორციელების.

ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი განცხადება თეთრი სახლის სამშვიდობო სამიტის პირველი წლისთავთან დაკავშირებით შემდეგია:

"ერთი წლის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ისტორიულ სამიტს უმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, სადაც პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხელი მოაწერეს მშვიდობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. სამი ლიდერის თანდასწრებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინიციალებით დაადასტურეს „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების“ პროექტი. ამ პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ჩვენი ქვეყნები ღრმა სიამაყით აღნიშნავენ იმ მიღწევებს, რომლებიც ერთობლივად მოვიპოვეთ, და მტკიცედ არიან განწყობილი, განავითარონ ის საფუძველი, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტს ბოლო მოუღო და სამხრეთ კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. მშვიდობის უზრუნველსაყოფად გაწეული ამ ისტორიული და უდიდესი ძალისხმევის აღსანიშნავად, პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთობლივად წარადგინეს პრეზიდენტი ტრამპის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

ერთობლივმა დეკლარაციამ სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კონკრეტული სამოქმედო რუკა შესთავაზა მშვიდობის განმტკიცების, კეთილდღეობის მიღწევისა და პარტნიორობის გაღრმავებისთვის. მას შემდეგ, რაც ეს გაბედული ლიდერები ერთი წლის წინ შეიკრიბნენ, ქვეყნებმა საფუძველი შემდგომ წარმატებებს ჩაუყარეს:

• სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეინარჩუნეს სტაბილურობა, ხოლო ორივე მხარე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ურთიერთობების ნორმალიზების, საზღვრების დელიმიტაციისა და ნდობის განმტკიცების მიმართულებით - ეს ზომები ხანგრძლივი სტაბილურობისთვის აუცილებელია. • ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი (TRIPP) — მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტი - ხედვიდან რეალობად გარდაიქმნება. უკვე მიღწეულია კონკრეტული პროგრესი, მათ შორის აშშ-სა და სომხეთს შორის შეთანხმება TRIPP-ის განვითარების კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას უხელმძღვანელებს. სომხეთში საინჟინრო კვლევები უკვე მიმდინარეობს. აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე თითქმის დაასრულა საავტომობილო გზა და რკინიგზა, რომლებიც სომხეთში TRIPP-ს დაუკავშირდება. სამივე ქვეყანა ასევე მხარს უჭერს TRIPP-ის გავლით ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. • შეერთებულმა შტატებმა ტრანსკასპიური საწარმოების ფონდს 201 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) მიმართულებით. • შეერთებულმა შტატებმა გააღრმავა ურთიერთობები როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან — ხელი მოეწერა ქარტიებს, რომლებიც ახალი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების ინოვაციების, აგრეთვე კრიტიკული მინერალების სფეროებში. ეს არის ინვესტიციები სამივე ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობაში და მათ უკვე გამოიღეს ხელშესახები შედეგები. • თეთრი სახლის სამშვიდობო სამიტის სულისკვეთების შესაბამისად, აზერბაიჯანმა ცალმხრივად გააუქმა სომხეთთან დაკავშირებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა. ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის გავლით სომხეთიდან და სომხეთში თითქმის 60 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. აზერბაიჯანმა სომხეთს ასევე 20 000 ტონა ნავთობპროდუქტი მიაწოდა. ორივე ქვეყანა აგრძელებს მუშაობას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად. • ორივე ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ინტერნეტთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც რეგიონული კავშირის მარშრუტების დივერსიფიცირებას, სამხრეთ კავკასიაში საიმედოობისა და მდგრადობის გაძლიერებას და ევრაზიის სატელეკომუნიკაციო ქსელებში ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. • ეუთოს მინსკის ჯგუფი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე დაიშალა — ეს არის აღიარება იმისა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტის ეპოქა დასრულებულია. • შეერთებული შტატების მოწვევით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ მშვიდობის საბჭოს, რითაც დაადასტურეს, რომ ისინი შეერთებულ შტატებთან ერთად დგანან უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მსოფლიოს შექმნის ძალისხმევის გვერდით.

შეერთებული შტატები, სომხეთი და აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის მიმართ, მათი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. სამივე სახელმწიფო კვლავაც ერთგულია 8 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაციის სრული განხორციელებისადმი, როგორც მისი სიტყვასიტყვითი, ისე მისი სულისკვეთების შესაბამისად, ასევე რეგიონის უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისებისადმი. ამასთანავე, შეერთებული შტატები კვლავაც ერთგულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან გაფორმებული ორმხრივი ქარტიებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმების სრულად განხორციელებისა და ორივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ.

ნამდვილი მშვიდობა არასოდეს მიიღწევა მხოლოდ ერთ დღეში, თუმცა, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს - „დაპირებები გაცემულია, დაპირებები შესრულებულია". აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაბიჯები მდგრადი მშვიდობისკენ მსოფლიოსთვის სამაგალითოა - და ჩვენ მოუთმენლად ველით რეგიონის ნათელ და აყვავებულ მომავალს",- წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტეფანწმინდა-გეველთის ₾215-მილიონიან გზაზე 460-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა - შენდება 2-კილომეტრიანი ხიდი

სტეფანწმინდა-გეველთის ₾215-მილიონიან გზაზე 460-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა - შენდება 2-კილომეტრიანი ხიდი

BM.GE

რაც უფრო ემატება მშპ ერთ სულზე, მით უფრო დაკორექტირდება [სოციალურად დაუცველთა] სია - მამუკა მდინარაძე

რაც უფრო ემატება მშპ ერთ სულზე, მით უფრო დაკორექტირდება [სოციალურად დაუცველთა] სია - მამუკა მდინარაძე

BM.GE

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

თუ ვინმე თვლის, რომ არასწორად მოეხსნა სოციალური შემწეობა, უფლება აქვს გაასაჩივროს - ჯანდაცვის მინისტრი

თუ ვინმე თვლის, რომ არასწორად მოეხსნა სოციალური შემწეობა, უფლება აქვს გაასაჩივროს - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE