მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?!" - რატომაა არარეალისტური 2029 წელს ანაკლიის ამოქმედება?
"10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?!" - რატომაა არარეალისტური 2029 წელს ანაკლიის ამოქმედება?

"10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?!" - რატომაა არარეალისტური 2029 წელს ანაკლიის ამოქმედება?

BM.GE18 ივლისი, 2026, 13:32|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედების თარიღად ხელისუფლების მიერ დასახელებულ თარიღს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც მან ამ თემაზე საუბრისას BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა, არ აქვს არანაირი მოლოდინი, რომ 2029 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს.

"მაყურებლისთვის მარტივად რომ ავხსნათ: ძალიან ბევრი ფულიც რომ გქონდეს, 10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?! ვერა, რადგან ტექნოლოგიურ პროცესს, ბეტონის გაშრობას თავისი დრო სჭირდება. როდესაც საუბარია ასეთ მასშტაბურ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, სადაც ტენდერებიც კი არ დაგიწყია და ამას ემატება სახელმწიფო მანქანის მოუქნელობა, 2029 წელს გემის მიღება წარმოუდგენელია. სახელმწიფო ნაწილის აშენების შემდეგ, ტერმინალის ოპერატორებმაც ხომ უნდა მოაწყონ საკუთარი ინფრასტრუქტურა?! ეს პარალელურადაც რომ მოხდეს, მაინც უაღრესად რთული და დროში გაწელილი პროცესია. არ ველოდები, რომ 2029 წელს ანაკლიაში გემი შევა", - აცხადებს ყოფილი მინისტრი და იქვე დასძენს, რომ 2032 წელს მაინც თუ დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობა, ის ბედნიერი იქნებოდა.

გიორგი ქობულიას ძირითადი შეკითხვა პორტის ამოქმედების ვადებს კი არ ეხება, არამედ სტრატეგიულ გათვლებს.

"მე არც ფოთის პორტს ვემხრობი და არც - ანაკლიის პორტს, მე ვემხრობი იმას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ეფექტიანი. აი, დღეს, მაგალითად, მე ვუსვამ კითხვას ხელისუფლებას: სად არის შედარებითი ანალიზი - ანაკლია აშენდეს თუ ფოთის პორტი [გაფართოვდეს]?!", - აცხადებს ყოფილი მინისტრი, რომელიც მოქმედ მთავრობას ურჩევს, დროულად შეარჩიოს პოტენციური ოპერატორები, რომლებიც მზად იქნებიან, ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ჩადონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინაიმედი
  • რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვიფორმულა
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

ივლისში თბილისში 4 475 ბინა გაიყიდა - რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

ივლისში თბილისში 4 475 ბინა გაიყიდა - რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

BM.GE

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

BM.GE