მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი
100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

100%-იანი დაფინანსებისთვის მაღალი აკადემიური მოსწრება საჭირო არ არის, სტუდენტმა მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს - მინისტრი

BM.GE1 აგვისტო, 2026, 18:13|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 100%-იანი დაფინანსების მისაღებად საჭირო არა მაღალი აკადემიური მოსწრება, არამედ თითოეულ საგანში მინიმალური ზღვრის გადალახვაა, რაც 51 ქულის მიღებას გულისხმობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან.

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას",- ამბობს მიქანაძე.

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ მიიღონ დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში და შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება. ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწროიმედი
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნაფორმულა
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • "პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნებატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

BM.GE

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

BM.GE

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE