მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 145 მლნ კგ ჭარბი ყურძნიდან მთავრობამ 10 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი გამოხადა და გაყიდა|რა (არ) ვიცით?
145 მლნ კგ ჭარბი ყურძნიდან მთავრობამ 10 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი გამოხადა და გაყიდა|რა (არ) ვიცით?

145 მლნ კგ ჭარბი ყურძნიდან მთავრობამ 10 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი გამოხადა და გაყიდა|რა (არ) ვიცით?

BM.GE15 ივლისი, 2026, 00:05|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის რთველის ფარგლებში, მევენახეებისგან შესყიდული ჭარბი მოსავლისგან სახელმწიფომ საბრენდე სპირტი და ღვინო-ლექტი აწარმოა, რომელთა დიდი ნაწილი გაყიდა.

კერძოდ, როგორც BMG-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“, რომელიც სააგენტოს დაქვემდებარებაშია, შარშან გადაამუშავა 145 742 918 კგ ყურძენი, საიდანაც 100 583 800 ლიტრი ღვინო-ლექი მიიღეს.

“აღნიშნული რაოდენობიდან აუქციონის წესით გაყიდულია 1 500 000 ლიტრი ღვინო-ლექით, დარჩენილი 99 083 000 ლიტრი გამოხდილია და მიღებულია 10 043 450 ა/ა საბრენდე სპირტი, საიდანაც 10 მლნ ლიტრი გაიყიდა”, - მოგვწერეს ღვინის სააგენტოდან.

მისივე ინფორმაციით, 2026 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ბალანსზე 255 485 ლარის ღირებულების 43 450 ლიტრი აბსოლუტური ალკოჰოლი - საბრენდე სპირტი ირიცხება.

BMG-მ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სხვა დამატებითი კითხვებით მიმართა. კერძოდ, გვაინტერესებს, ვინ შეიძინა 10 მლნ ლიტრის საბრენდე სპირტი და რა შემოსავალი მიიღო სსიპ-მა ან/და სახელმწიფო კომპანიამ, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 10 მილიონი სპირტის გაყიდვის მიზნით, სამჯერ გამოცხადდა 20 აუქციონი, თუმცა ჩამოფასების მიუხედავად სპირტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ღვინის ეროვნული სააგენტოდან პასუხის მიღებისთანავე, მასალას განვაახლებთ.

ინფორმაციისთვის: მთავრობის მარაგებში მილიონობით ლიტრი სპირტის და ღვინის დაგროვება რთველის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოში ყურძნის წარმოება მნიშვნელოვნად აღემატება ბაზარზე - ღვინის კომპანიებისგან ყურძენზე მოთხოვნას, ხოლო მევენახეთა სოციალური პროტესტის თავიდან არიდების და ფასების მკვეთრი ვარდნის თავიდან არიდების მიზნით მთავრობა ახდენს პირდაპირ სუბსიდირებას, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

ამასთან, 2025 წლის რთველში მთავრობამ სუბსიდირების მექანიზმი შეცვალა, თუკი წარსულში სუბსიდია გაიცემოდა კერძო კომპანიებზეც, რომლებიც ყურძენს მთავრობის მიერ დადგენილ ფასად იბარებდნენ, 2025 წელს "ჭარბი ყურძნის" ჩაბარება მხოლოდ "მოსავლის მართვის კომპანიაში" განხორციელდა და მთავრობამ პირდაპირი სუბსიდია გასცა, კგ საფერავზე 1.5 ლარის, სხვა ყურძენზე კი 1.2 ლარის, დაზიანებულ ყურძენზე კი 1 ლარის ოდენობით.

2025 წელს მოსავალი დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული იყო და 330,000 ტონას მიაღწია და კერძო კომპანიებმა 170,000 ტონა ჩაიბარეს, დანარჩენი კი - სახელმწიფო კომპანიამ, რაც იმას ნიშნავს რომ მოსავლის ნახევარზე მეტი მთავრობამ გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული სახსრებით დააფინანსა. აქედან გამომდინარე, 2025 წელს რთველის სუბსიდია რეკორდულად ძვირი დაჯდა და 247.1 მილიონ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2024 წელს გაცემული სუბსიდია ხუთჯერ ნაკლები იყო და 54 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექსპორტიორიდან იმპორტიორამდე - რატომ ვერ აგვარებს რუსეთი საწვავის დეფიციტს სხვა ქვეყნებიდან იმპორტით?

ექსპორტიორიდან იმპორტიორამდე - რატომ ვერ აგვარებს რუსეთი საწვავის დეფიციტს სხვა ქვეყნებიდან იმპორტით?

BM.GE

FLYONE-ი ბათუმიდან ფრენების სიხშირეს ზრდის

FLYONE-ი ბათუმიდან ფრენების სიხშირეს ზრდის

BM.GE

200 დრონი; ლაზერ შოუ; 400 შამპანიური - ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება ₾515,000 დაჯდება

200 დრონი; ლაზერ შოუ; 400 შამპანიური - ქუთაისის ყოფილ პარლამენტში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიება ₾515,000 დაჯდება

BM.GE

მთავრობის კუთვნილმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2025 წელს 257 მილიონი ლარით იზარალა

მთავრობის კუთვნილმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2025 წელს 257 მილიონი ლარით იზარალა

BM.GE