
15 აგვისტოდან ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
BM.GE|bm.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 34-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
"გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge