მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს
1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს

1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 17:06|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილ ორგზის პრემიერს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს ირიბად აკრიტიკებს.

“1.5 წელი დამჭირდა, გუნდთან, ერთად, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა”, - ასე უპასუხა მან tv პირველის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ ბოლო წერილს შეეხებოდა.

პატიმარი პრემიერი აცხადებს, რომ “მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”.

- არ მინდა, სიღრმეში შევიდე. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ - იცით, რომ იყო ძალიან მკაფიო მინიშნება კორუფციასთან დაკავშირებით. 1.5 წელი დამჭირდა, გუნდთან ერთად და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რაც მართვასთან იყო დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და წელიწადსა და 5 თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომელიც იყო დაგროვილი. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.

- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, თქვენ ხომ პარლამენტში იყავით და რას აკეთებდით - არ აკონტროლებდით აღმასრულებელ ხელისუფლებას?

- პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი. იმ პირობებშიც კი, როცა მთავრობის მეთაურის თანამდებობა მეკავა, 1.5 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ბატონი ბიძინას მითითებით ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან.

- ბიძინა ივანიშვილის მითითების გარეშე თუ კორუფციას ხედავდით, არ უნდა გეთქვათ?

- მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ, ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით tv “პირველის” ჟურნალისტის მიერ დასმულ არაერთ კითხვას, პრემიერმა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მსგავსი კითხვები “სამ თვეში ერთხელ ისმება”.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდატვ პირველი
  • ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლებიიმედი
  • ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხაფორმულა
  • იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანინეტგაზეთი
ღარიბაშვილის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

ვფიქრობ, მომავალში [ტრამვაის] ხაზების დამატებაც იქნება შესაძლებელი | კახა კალაძე

BM.GE

ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

ნავსადგურების გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს | პრემიერი

BM.GE

როცა მთავარი სცენა საქართველოა - სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე

როცა მთავარი სცენა საქართველოა - სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE