მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 15 წელი, სამი ქალაქი, ექვსი ფილიალი – როგორ აერთიანებს K-Motors-ის ფილიალების ქსელი მთელ საქართველოს
15 წელი, სამი ქალაქი, ექვსი ფილიალი – როგორ აერთიანებს K-Motors-ის ფილიალების ქსელი მთელ საქართველოს

15 წელი, სამი ქალაქი, ექვსი ფილიალი – როგორ აერთიანებს K-Motors-ის ფილიალების ქსელი მთელ საქართველოს

BM.GE9 ივლისი, 2026, 12:17|bm.ge

საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტრანსპორტის ბაზარი შესამჩნევად შეიცვალა. გაიზარდა მიკრო და სატვირთო ავტობუსების, ასევე მინივენების რაოდენობა, გაჩნდა ახალი მარშრუტები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. ამ ცვლილებამ ბუნებრივად წარმოშვა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მძღოლისთვის, რომელიც დღეში რამდენიმე ასეულ კილომეტრს გადის, სათადარიგო ნაწილი და სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს ხელმისაწვდომი.

სწორედ ამ ლოგიკით შეიქმნა K-Motors-ის ფილიალების ქსელი.

კომპანია 2011 წელს დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ თბილისში ოპერირებდა. მომდევნო წლებში K-Motors-მა თანდათან გააფართოვა საქმიანობა – ჯერ ცენტრალური საწყობი მოაწყო ქალაქგარეთ, შემდეგ კი დამხმარე საწყობი გახსნა თბილისშიც, რათა მაღაზიები შეუფერხებლად მოემარაგებინა.

გადამწყვეტი ეტაპი 2023 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ გახსნა კომპანიამ პირველი რეგიონული ფილიალი ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N37-ში. დასავლეთ საქართველოში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ავტონაწილები ქუთაისში ადგილზე გახდა ხელმისაწვდომი და მძღოლებს სხვადასხვა მოწყობილობის – აკუმულატორისა თუ საბურავის გამო თბილისში გამგზავრება აღარ უწევდათ.

ერთი წლის შემდეგ, 2024-ში, K-Motors უკვე ბათუმშიც გაიხსნა. აქ გახსნილი ფილიალი სტრატეგიულად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ქალაქი ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტი და თურქეთის სასაზღვრო ჰაბია. სწორედ აქედან გადის საერთაშორისო გადაზიდვების დიდი ნაწილი. ხარისხიანი ავტონაწილები ბათუმში მძღოლებისთვის უკვე მარტივად ხელმისაწვდომია.

თბილისს კიდევ ორი ფილიალი შეემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ K-Motors უკვე ოთხ სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.

კომპანიის ცენტრალური საწყობი დედაქალაქის გარეთაა და 5000 კვ.მ-ს მოიცავს. სწორედ აქ თავსდება კონტეინერებით შემოტანილი მარაგი. დამხმარე საწყობი, რომელიც თბილისშია და 1000 კვ.მ-ის ფართობს იკავებს, ფილიალებს ყოველდღიურად ამარაგებს. შედეგად, თუ რომელიმე ნაწილი ერთ ფილიალში არ აღმოჩნდება, მისი მეორე ადგილიდან გადატანას მცირე დრო სჭირდება, რაც პროცესის ოპერატიულობას განაპირობებს.

ეს ლოგისტიკური სქემა განსაკუთრებით კარგად მუშაობს სატვირთო და მიკროავტობუსების მფლობელებისთვის.

თითოეულ ფილიალში, კონკრეტული მოწყობილობების შეძენის გარდა, კვალიფიციური გუნდის მომსახურების მიღებაც შესაძლებელია. K-Motors-ში პროდუქტი და სერვისი ერთ სივრცეშია გაერთიანებული – საბურავის მონტაჟი და ბალანსირება, ფრეონის დატუმბვა, ზეთის შეცვლა, სავალი ნაწილის შეკეთება, ძრავის შეკეთება, საწვავის მფრქვევანას (ფარსონკა) აღდგენა, რაზვალის გასწორება, კომპიუტერული დიაგნოსტირება და სხვა.

ეს მიდგომა განსაკუთრებით ეხმარება მფლობელებს, რომლებსაც სხვადასხვა ადგილას სიარული აღარ უწევთ. ზეთის შეცვლა, ფილტრების შეცვლა, საბურავების შემოწმება და მცირე გაუმართაობის აღმოფხვრა ერთი ვიზიტითაა შესაძლებელი.

კომპანიის მიერ ახალი სათაო ოფისის მშენებლობაც იგეგმება. ქსელის გვერდით განთავსდება შოურუმი და მომხმარებელი იხილავს როგორც ტრადიციულ საწვავზე მომუშავე, ისე ელექტრო კომერციულ ტრანსპორტს – სატვირთოებსა და მიკროავტობუსებს. ეს კიდევ ერთი ეტაპია იმ მიმართულებით, რომელზეც K-Motors 2011 წლიდან მუშაობს.

დღეს კომპანია 37 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში გახსნილი ფილიალები ერთი დიდი ქსელის ნაწილია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის აეროპორტიდან Turkish Airlines-ი ფრენების სიხშირეს კვირაში 37-მდე ზრდის

თბილისის აეროპორტიდან Turkish Airlines-ი ფრენების სიხშირეს კვირაში 37-მდე ზრდის

BM.GE

World MMA Awards-მა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა

World MMA Awards-მა მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მესტიაში ქორწინების სახლის აშენება იგეგმება|ფოტოები

მესტიაში ქორწინების სახლის აშენება იგეგმება|ფოტოები

BM.GE