მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?
კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE23 აგვისტო, 2026, 18:20|bm.ge

საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში 67,2 მლნ აშშ დოლარის დაახლოებით 2100 ტონა კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა, ხოლო 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა 54,3 მლნ აშშ დოლარი და 1972 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო ნაკლები იყო. წელს კი, ზრდა 24%-ია.

ქვეყანაში ყველაზე დიდი ოდენობით თანხობრივად კოსმეტიკა საფრანგეთიდან შემოდის, რაოდენობრივად კი - პოლონეთიდან.

TOP-10 კოსმეტიკური საშუალებების საიმპორტო ქვეყანა შემდეგია (იანვარ-ივლისი, 2026):

• საფრანგეთი - 17,2 მლნ აშშ დოლარი - 281 ტონა • იტალია - 5,7 მლნ აშშ დოლარი - 64 ტონა • პოლონეთი - 5,45 მლნ აშშ დოლარი - 307 ტონა • გერმანია - 5,4 მლნ აშშ დოლარი - 127 ტონა • კორეის რესპუბლიკა - 4,7 მლნ აშშ დოლარი - 90 ტონა • ესპანეთი - 3,7 მლნ აშშ დოლარი - 194 ტონა • აშშ - 2,9 მლნ აშშ დოლარი - 21 ტონა • რუსეთი - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 143 ტონა • ჩინეთი - 2,15 მლნ აშშ დოლარი - 302 ტონა • გაერთიანებული სამეფო - 2,12 მლნ აშშ დოლარი - 109 ტონა

მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს, საქართველოში ყველაზე იაფად კოსმეტიკური საშუალებები ჩინეთიდან შემოაქვს, ყველაზე ძვირი კი - ამერიკული ნაწარმი ჯდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

BM.GE

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE