მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 16:00 საათზე ველისციხეში აქცია გაიმართება - სკოლის რეაბილიტაციის გამო დახურვასა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლას აპროტესტებენ
16:00 საათზე ველისციხეში აქცია გაიმართება - სკოლის რეაბილიტაციის გამო დახურვასა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლას აპროტესტებენ

16:00 საათზე ველისციხეში აქცია გაიმართება - სკოლის რეაბილიტაციის გამო დახურვასა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლას აპროტესტებენ

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 19:27|bm.ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში დღეს, 16:00 საათზე აქცია გაიმართება, რომელზეც ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სოფელში ერთადერთი სკოლის რეაბილიტაციის მიზნით დახურვას გააპროტესტებენ.

საქმე ისაა, რომ ველისციხის საჯარო სკოლა, სადაც დაახლოებით 500 მოსწავლე სწავლობს, სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რეაბილიტაციის მიზეზით დაიხურა.

მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად გურჯაანის N4 საჯარო სკოლის ფართი შესთავაზეს, სადაც მეორე ცვლაში უნდა ესწავლათ, საჭირო ტრანსპორტი კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გამოეყო.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ველისციხის სკოლის მოსწავლის ბაბუა, გოგი კაკაბაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მუნიციპალიტეტმა საჭირო ტრანსპორტი ვერ გამოყო, რის გამოც ბავშვებს საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში უტარდებათ, რაც, მშობლების შეფასებით, სათანადო სწავლებას ვერ უზრუნველყოფს და ტექნიკურ სირთულეებთანაა კავშირში.

"ტრანსპორტი რომც გამოყონ, 500 ბავშვის მიკროავტობუსებით ტრანსპორტირებას იმდენი რესურსი დასჭირდება, ვინ გამოყოფს ამდენ ფულს ბიუჯეტიდან?

ალტერნატივად ვთავაზობთ, რომ სოფელში არის სხვადასხვა შენობა, სადაც საგაკვეთილო პროცესის გადატანაა შესაძლებელი. ან შესაძლებელია, სკოლის გვერდით, სტადიონზე აშენდეს მოდულური საკლასო ოთახები. 1 თვეში ორი ცვლისთვის საჭირო რაოდენობის კლასებს ააშენებდნენ", - ამბობს გოგი კაკაბაძე.

"სხვა სკოლა ველისციხეს არ აქვს, სამწუხაროდ. ერთ ეზოში დგას ორი შენობა, ერთი ძალიან ბევრი წლის წინაა აშენებული და დასანგრევია. მეორე ახალაშენებულია და დანგრევის არანაირი საჭიროება არ აქვს. სკოლას იმხელა ეზო აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება, ძველი შენობა შემოიღობოს და ისე დაინგრეს", - ამბობს BM.GE-სთან ვივია გურგენიშვილი, ველისციხის სკოლის კურსდამთავრებული.

აქციის ორგანიზატორი BM.GE-სთან ასევე აღნიშნავს, რომ მშობლებს ამ დრომდე არ უნახავთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობა იქნებოდა ხაზგასმული. კაკაბაძე ფიქრობს, რომ მსგავსი დოკუმენტი საერთოდ არც არსებობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენიმედი
  • სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდატვ პირველი
  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
  • 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა
სკოლის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო

BM.GE

2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე

2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე

BM.GE

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს

ლიკვიდაციის პროცესში მყოფი "საქართველოს განვითარების ფონდი" სახელმწიფოს Eagle Hills-თან 258,821 კვადრატულ მეტრს გადასცემს

BM.GE

თელავის აეროპორტის მშენებლობის ₾11.6-მილიონიან ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

თელავის აეროპორტის მშენებლობის ₾11.6-მილიონიან ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

BM.GE